“უნდა გადაკვალიფიცირდეს მუხლი, გამოძიება წამების მუხლით უნდა დაიწყოს”- ამის შესახებ გორში, პოლიციელების მიერ ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა.
ადვოკატი “პირველებთან” ამბობს, რომ 30 წლამდე კაცის მიმართ ანგარიშსწორება სამ ეტაპად მოხდა.
ტყეშელაძის თქმით, ნაწამები და მსხვერპლი ადამიანს პოლიციელზე ძალადობას ედავებიან – ადვოკატი საქმის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს.
პაპუნაზე სამ ეტაპად იძალადეს სხვადასხვა ადგილზე. სახეზეა წამება და არაადამიანური მოპყრობა. ძალიან კარგად ვნახეთ, როგორ აგინებდნენ და შეურაცხყოფას, როგორ აყენებდნენ ლოცულაშვილს. ამ ეპაპისთვის, პაპუნას წინააღმდეგ მიმდინარეობს გამოძიება, თითქოს მან იძალადა პოლიციელზე. მოვითხოვ, დაუყოვნებლივ შეწყდეს აღნიშნული საქმე – პროკურორმა მიიღოს დადგენილება და საქმე შეწყვიტოს”- აცხადებს ადვოკატი.
ლაშა ტყეშელაძემ “პირველებს” დაუდასტურა ინფორმაცია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ანგარიშსწორების შემდეგ, მრავლობითი დაზიანებები მიიღო მიიღო.
მას დაუდგინდა, რომ ნეკნი აქვს გატეხილი, ასევე აღენიშნება სხვადასხვა დაზიანებები მთელს სხეულზე, ასევე სისხლჩაქცევები, დაზიანებული აქვს ხელი, რაზეც სახლში უნდა გააგრძელოს მკურნალობა”- დასძინა ადვოკატმა.
დღეს, 28 მაისს, პროკურატურამ გორში, „კომბინატის დასახლებაში“ მოქალაქეზე ძალადობის საქმეზე ექვსი პოლიციელი დააკავა. პოლიციელებს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
მათ წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით). მუხლს დაკავებულის ადვოკატი და სხვა იურისტები არ ეთანხმებიან და მის გადაკვალიფიცირებას მოითხოვენ.
30 წლამდე კაცს პოლიცია ჯგუფურად გუშინ გაუსწორდა, ნაცემია პაპუნა ლოცულაშვილს მეგობარიც.














კომენტარები