• რეკლამა
  • კონტაქტი
06:11, ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, გამოაშკარავდა ის ყველა ძირითადი საკითხი, რომელიც კოლექტიურ დასავლეთს აღიზიანებს საქართველოს მიმართ” – დავით ქართველიშვილი

ალია ავტორი - ალია
14:47 05-24-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
335

,,ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი:

,,

ამდენი “ჩამჭრელი” შეკითხვა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს კატარის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ჩატარებული საპანელო დისკუსიის დროს დაუსვეს – მე არ მახსოვს. სამწუხაროა, როდესაც ამ ფორმატის დისკუსიაში მონაწილეობას იღებდა “ჭუტავიზიების” დონის ჟურნალისტი, აბსოლუტურად მოუმზადებელი ელემენტარულ საკითხებში და ირაკლი ღარიბაშვილს მუდმივად უწევდა მისი სწორი ინფორმირებულობის ცენზის ამაღლება.

რა იყო ყველაზე საინტერესო. გამოაშკარავდა ის ყველა ძირითადი საკითხი, რომელიც კოლექტიურ დასავლეთს აღიზიანებს საქართველოს მიმართ:

✅ მიუხედავად ამერიკისა და ევროკავშირის მხრიდან რუსეთთან არშემწყდარი ეკონომიკური ურთიერთობების თვალთმაქცობისა და ფარისევლობისა – საქართველოს მინიმალური ტვირთბრუნვა რუსეთთან გამადიდებელი შუშით განიხილება

✅ მიუხედავად აშშ-სა და EU-ს რიგი წევრი ქვეყნების რუსეთთან არშემწყდარი პირდაპირი ავიაფრენებისა – მხოლოდ საქართველოს უყენებენ ამ კუთხით გაუგებარ პრეტენზიებს

✅ წამყვანმა ლამის პირდაპირი ტექსტით იკითხა, რატომ არ სურს საქართველოს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების, ან სულაც მასთან პირდაპირ ომში ჩაბმის საფასურად – უკრაინის მსგავსად “სტატუსის” მიღება. პრემიერის პასუხიც იყო მარტივი: “იმიტომ, რომ მას უყვარს საკუთარი სამშობლო და ის უფრთხილდება თითოეული მოქალაქის სიცოცხლეს, უსაფრთხოებას და სტაბილურობას”

✅ იყო პირდაპირი მცდელობა, ჩინეთთან საქართველოს მზარდი და დადებითი პოლიტიკური, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები – საქართველოს მხრიდან “ანტიდასავლური” პოლიტიკის ჭრილში გაეტარებინათ, რასაც პრემიერ-მინისტრმა ღირსეული და პრინციპულო პასუხი გასცა: ჩინეთი საქართველოს მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოა

✅ ცოტაღა აკლდა წამყვანს, რომ საქართველოსთვის შემოეთავაზებინა, კონსტიტუციაში ევროინტეგრაციის დათქმასთან ერთან, უკრაინის ომში ჩაბმისა და რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის ვალდებულებაც შეტანილიყო

✅ უკრაინის მოქალაქე სააკაშვილზე ტრადიციული შეკითხვა იმდენად ამოვარდნილი იყო რეალობის კონტექსტიდან, რომ წამყვანის მხრიდან დავიდა აბსურდული დაპირების გამოთხოვაში: “სააკაშვილი ხომ არ მოკვდება საავადმყოფოში?”.

აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად გასაგები ხდება კოლექტიური დასავლეთის ყველა “ფობია” საქართველოს საგარეო და შიდა პოლიტიკურ კურსთან მიმართებით, რაც მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს: ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის. კიდევ ერთი ბრავო ქვეყნის პრემიერ-მინისტრს.”

თეგები: დავით ქართველიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

14:28 09-18-2026
ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა
ახალი ამბები

ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა

13:59 09-18-2026
მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი
ახალი ამბები

მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი

13:56 09-18-2026
ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved