“ტაბულას” რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი, სოციალური ქსელით, ნინო ჟიჟილაშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმიანება:
“სულ ადრე-ადრე ევროპის საბჭოში როცა ვმუშაობდი – ქართველი ჟურნალისტები რომ ჩამოდიოდნენ, ზოგმა ენა არ იცოდა და იმის გამო რომ ევროპის საბჭოს ტელეცენტრის ხალხთანაც ვმეგობრობდი – ხშირად ვეხმარებოდი ურთიერთობის დამყარებაში.
დიდი აურზაური იყო ხოლმე – არიქა გადმოგორება, სამონტაჟო, GMT თბილისში რომელი საათია – 2000 იანების დასაწყისში. ჩემი ფრანგი და ბრიტანელი მეგობრები ტელეცენტრიდან ჟიჟის გამოყოფდნენ – “ორჯერ თქმა არ სჭირდება, პროფესიონალიაო”.
მე და ჟიჟის ეთერშიც გვიჩხუბია, ბევრ საკითხზე ვერ შევთანხმებულვართ და ახლაც ვერ ვთანხმდებით. მაგრამ – ძალიან გამიტყდა, რომ არხის ხელმძღვანელობის ხედვა ჟიჟისას აცდა და ეს ყველაფერი არხზე ვიღაც, შეიძლება საოცრად მშრომელი, მაგრამ ყალბი და უზნეო სენსაციონალისტის მისვლას დაემთხვა.”
კომენტარები