ისტორიკოსი გუგა სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს:
„ეს წუთია, მომწერა ჩემმა უკრაინელმა მეგობარმა (მომცა უფლება, მისი ვინაობა დამეკონკრეტებინა), კამენეც – პოდოლსკის უნივერსიტეტის კათედრის გამგემ და პროფესორმა ალექსი (ლიოშა) გავრილოვმა – ნაღდმა ვაჟკაცმა. მისი შეტყობინების შემცირებულ თარგმანს გთავაზობთ (ის მონაკვეთი ვთარგმნე, რაც, ჩემი აზრით, თქვენც დაგაინტერესებთ) :” გუგა, დიდი მადლობა, მეგობარო. დიდი მადლობა საქართველოს. ჩვენ საქმის კურსში ვართ და ვიცით, რომ საქართველოს მოსახლეობა მხარს გვიჭერს. ახლა, რაც შეეხება შენს შეკითხვას – რა არის ახალი? ახალი ის არის, რომ რუსებმა ხარკოვთან ახალი დესანტი გადმოსხეს. ჩვენ მათ გავანადგურებთ. მიუხედავად მათი ახალგაზრდული ასაკისა. ჩემთვის ძნელია ამისი თქმა, მაგრამ მათ ხომ იციან, რომ ჩვენს დასახოცად მოდიან? ჩვენგანაც ნუ ექნებათ დანდობის იმედი. მადლობა ყურადღებისთვის შენ და მთელს საქართველოს. გამარჯვების შემდეგ აუცილებლად შევხვდებით საქართველოში”… ასეთია უკრაინელთა შემართება. გაუმარჯოს უკრაინას! გაუმარჯოს გმირებს! СЛАВА УКРАИНЕ! СЛАВА ГЕРОЯМ!“ – წერს სამხარაძე.
კომენტარები