• რეკლამა
  • კონტაქტი
08:04, ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გამარჯობის თქმა არ გაბედოთ. არაფერი მესაქმება იმ ხალხთან, ვისაც შეუძლია ფეხზე ეკიდოს დაჩაგრული ხალხი”– ვიკა ბუკია

ალია ავტორი - ალია
20:06 10-24-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
8,858

ჟურნალისტი, ვიკა ბუკია, ჟურნალისტი ცოლ–ქმრის, ვასილ ივანოვ–ჩიქოვანის და მაიკო ბოკერიას დაჭერას ეხმაურება და წერს:

დღეს ვასკა და მაიკო დააკავეს. სამი მცირეწლოვანი ბავშვის დედა და მამა. მე და ვასკამ მრავალი წელი გავატარეთ ერთად სამსახურში. გვქონდა კარგი, ადამიანური ურთიერთობა, მაგრამ მეგობრები არ ვყოფილვართ.
ვისაც მეგობრად ვთვლიდი, ვინც მეგონა, რომ თანაგრძნობის მნიშვნელობას ხვდებოდა, ის ზერელედ, უსიცოცხლოდ, ემპათიის გარეშე აცხადებს პატარა ბავშვების მშობლების დაკავებას. ერთი ნაგლეჯი სტატუსიც ვერ გაიმეტეს დაკავებული ჟურნალისტებისთვის. ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც უნდა იყოს “ნულოვანი თანაგრძნობის” ქვეყანაში.
მზიასთვის ვერ გაიმეტეს სიტყვა, ვერც ანდროსთვის, ვერც ნინო დათაშვილისთვის. გამომცემელი კვარაცხელია „უსამშობლოა“, მხატვარი მარგიანიც, პოეტი რატიანი და ექიმი გაფრინდაშვილი, ყველა ის ადამიანი, ვინც წლების განმავლობაში ქმნიდა საუკეთესო ჟურნალებს, გადაცემებს, ტექსტებს, რეკლამებს, კურნავდა და ხატავდა, წერდა და აშენებდა – ყველა ციხეშია. მანამდე ამ ადამიანებს ცემდნენ და ურტყამდნენ, მაგრამ ფარისევლებისთვის მაინც ის ქალია ხულიგანი, რომელიც პროტესტის დროს პოლიციის მანქანაზე ავიდა. ადამიანების სახეებზე დახტოდნენ დაუსჯელი ტიტუშკები, მაგრამ ამათთვის მაინც ის უფრო დიდი დანაშაულია რკინაზე რომ დადის ქალი.
მებრალებით. ნეტა მარტო ჩუმად ყოფილიყავით. თქვენი საჩივრებით მიდიან ადამიანები ციხეში. ვინ ყოფილხართ, შემზარავებო. ქლესვით და ღრეჭვით ულოცავთ დაბადების დღეებს ულვაშებიან უფროსს, მორჩილების გულისამრევ რიტუალებს ატარებთ და არ გიჩნდებათ სურვილი თუნდაც მეასედი ემოცია გაიმეტოთ უსამართლოდ დაკავებული მოქალაქეებისთვის.
გულისამრევია თქვენი მაამებლობა რეჟიმისადმი.
გამარჯობის თქმა არ გაბედოთ. არაფერი მესაქმება იმ ხალხთან, ვისაც შეუძლია საკუთარ “ბულინგზე” ქონდეს მარტო რეაქცია და ფეხზე ეკიდოს დაჩაგრული ხალხი. “მეტი პოზიტივის” რომ გაიძახით მაშინ, როცა ციხები გატენილია უდანაშაულო ადამიანებით და ბოღმებს უწოდებთ თქვენი სიავის მამხილებლებს. არ გაბედოთ მოსალმება, საშიში ხალხი ხართ.
მე სამსახურმა – არა, მაგრამ პროსტესტმა დამამეგობრა ვასკასთან. დიახ, ამ ბრძოლაში მყოფებს ნამდვილი მეგობრობა გვაქვს. სოლიდარობა, სიყვარული და ერთმანეთის პატივისცემა. მე ვეცდები, ყოველ შემთხვევაში, ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ ვასკას და მაიკოს შვილებმა და ჩემმა შვილებმა იცხოვრონ თავისუფალ, ადამიანურ, თანაგრძნობით სავსე საქართველოში, სადაც ნულოვანი სიძულვილია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved