• რეკლამა
  • კონტაქტი
23:05, ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გახარიას პარტია ივანიშვილის მხარესაა”– ვახო სანაია

ალია ავტორი - ალია
20:02 11-28-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,568

ჟურნალისტი, ვახო სანაია:

ესაა გიორგი გახარიას ძველი განცხადება :
,,ჩვენი პარტია „ოცნების“ არალეგიტიმურ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემს, წერტილი ! “
იმაზე არაფერს ვამბობ, რომ სიტყვა გატეხა. არც იმაზე, რომ ,,არ მისცემს” კი არა, ვერ მისცემდა და ვერც მისცა ლეგიტიმურობა. ეგ ლეგიტიმურობა სხვაგანაა, ხალშია და არა გახარიაში ან რომელიმე სხვა პარტიაში.
რა არის ამ ყველაფერში მნიშვნელოვანი. ეს პარტია, რომელმაც თავი დაისამარა ,,პარლამენტში” შესვლით, მონაწილეობს უკანონობაში. პარლამენტი არ არის ლეგიტიმური, ამას თავადვე აცხადებდნენ. ესე იგი, უკანონოა. ისინი კი უკანონობის ნაწილი გახდნენ. უზურპირებული ძალაუფლების შემადგენლად იქცნენ.
ქართული ოცნებისა და გახარიას მიზნები ერთი და იგივეა – ივანიშვილის გამარჯვება. ისინი შევიდნენ არალეგიტიმურ პარლამენტში (მათივე სიტყვებია), ესე იგი, სურთ, რომ ის აქციონ ლეგიტიმურ ორგანოდ. ანუ ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ლეგიტიმურები გახდნენ, რადგან თუ პარლამენტი არალეგიტიმურია, თავად გახარიას პარტიის ,,დეპუტაციაც” არალეგიტიმურია. ამ პროცესში თავისი თავის წინააღმდეგ ხომ არ იმოქმედებენ ?! შესაბამისად, ერთი და იგივე ამოცანა აქვთ. მათაც ზუსტად ის მოტივაცია ამოძრავებთ, რაც ივანიშვილს.
მათი სურვილი ხალხის ინტერესს ეწინააღმდეგება. იზოლაციის გარღვევისა და უკანონო პარლამენტის ,,კანონიერად” ქცევის გზა მათთვის ხალხის დამარცხებაზე გადის, რადგან ხალხის გამარჯვება მათ და ოცნებას ერთად დაასრულებს. აქედან გამომდინარე, ისინი ხალხის კი არა, ივანიშვილს მხარეს არიან.
გმადლობთ ყურადღებისთვის.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია
ახალი ამბები

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია

16:57 03-12-2026
ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!

13:50 03-12-2026
თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved