• რეკლამა
  • კონტაქტი
07:59, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გახარია, საბანაძე და გომელაური – ვის ადებს ხელს სუს-ის ყოფილი თანამშრომელი?

ალია ავტორი - ალია
13:43 03-22-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
50

ინტერვიუ სუს-ის ყოფილ თანამშრომელთან, რომელიც დღეს უკვე ციხეშია. ივანე გულაშვილი “მთავართან” ჰყვება, რომ მისი მთავარი ფუნქციაც სუს-ში სხვის ბინებში შეღწევა და იქ ფარული სათვალთვალო კამერების დაყენება იყო. მას არ ეუბნებოდნენ, ვისი სახლის კარის გასახსნელად უშვებდნენ, თუმცა ზოგიერთი მათგანის ამოცნობა მან თვითონ შეძლო – მაგალითად, ინტერვიუში ის ჰყვება, რომ 2014 წელს ანა დოლიძის სახლში იყო და ფოტოებით მიხვდა, ვის სახლშიც იმყოფებოდა. ანა დოლიძე ადასტურებს, რომ აქ ნამდვილად მის ბინაზეა ლაპარაკი. 

ჰყვება, რომ უშუალოდ კახა საბანძეს ემორჩილებოდა.

გულაშვილი ყვება იმასაც, თუ როგორ აკვირდებოდნენ 20 ივნისის აქციის მიმდინარეობას მის მიერ დამონტაჟებული კამერებით გახარია, მისი მოადგილე საბანაძე და გომელაური; და როგორ გაანადგურეს შემდეგ ეს მასალა – სავარაუდოდ იმიტომ, რომ კადრებში კარგად გამოჩნდებოდა, პოლიციელთა გადაცდომები აქციის დაშლის პროცესში. პარლამენტის სარდაფიდან 7 ვინჩესტერი ამოვიღე, მაგ კადრებს ვეღარავინ ნახავს, თუ გადაწერა ვერ მოასწრო ვინმემ სანამ ამოვიღებდით… გახარიას და საბანაძის გარდა, კაციშვილი ვერ გასცემდა სხვა ბრძანებას…

მოლოტოვის კოქტეილი რომ თავად სპეცრაზმს ჰქონდა, ეგ ფაქტია – მონიტორის დახშობა რომ სურდა, საბანაძემ დამიძახა ოთახში, მინისტრის სხვა მოადგილეებიც იყვნენ, საბანძემ უბრძანა სპეცრაზმს მოლოტოვის კოქტეილიდან სითხე ამოიღე, ამას მიეცი და ცოტა შეასხას, ცეცხლი მოეკიდოს მანქანას, რომელზეც გენერატორი დევსო. ალბათ, გახსოვთ, მონიტორი გაითიშა რამდენიმე წუთით, გადავჭერით კადრი – ვუთხარი, რომ ვერ მოვახერხეთ საწვავის მისხმა მანქანისთვის – ჰყვება გულაშვილი.

“საბანაძემ ფაილში ჩადებული იარაღი მომცა და მითხრა, როცა დრო მოვა, უნდა გამოიყენოო, დღემდე ჩემთან დევს ეს იარაღი, არ ვიცი. არაჯანსაღი ადამიანია. ლიკვიდაციაზეა ალბათ, საუბარი” – ჰყვება პირი, რომელიც ახლა უკვე ციხეშია.

გულაშვილი ასევე ამბობს, რომ სწორედ მან დაამაგრა სათვალთვალო მოწყობილობა გიორგი რურუას მანქანაზეც. 

იგი ჰყვება, რომ საქართველოს მუსლიმთა შეიხის კომპიუტერში ვირუსული ფაილი ჩაუშვა.

საქართველოს მუსლიმთა ყოფილი შეიხი 2016 წლის 29 მარტს თანამდებობიდან გადადგომის მიზეზად, სუს-ის მხრიდან პირადი კადრებით მუქარას ასახელებდა.

თეგები: სუსიშსს

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved