• რეკლამა
  • კონტაქტი
14:41, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გახარია მორალურად არცთუ კომფორტულ მდგომარეობაში აღმოჩნდა” – ზაალ ანჯაფარიძე

ალია ავტორი - ალია
15:35 10-04-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

„მიუხედავად იმისა, რომ გახარიამ და მისმა პარტიამ ახლად შექმნილი პოლიტიკური „ორგანიზაციის“ (მათ ტერმინს დავესესხები!) პირობაზე, ურიგო შედეგი არ დადეს, სხვა სტაჟიანების ფონზე, თავად გახარია მორალურად არცთუ კომფორტულ მდგომარეობაში აღმოჩნდა,“- წერს  ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში. 

ანჯაფარიძე იმ მოქალაქეებს ეთანხმება, რომლებიც ფიქრობენ, რომ გახარიას მიერ საკუთარი კანდიდატურის მერის თანამდებობაზე  წამოყენება, მიზნად ნიკა მელიას მეორე ტურში „გადაჩოჩებას“ ისახავდა.

„რიგითი მოქალაქეებისთვის გამართლდა „ქართული ოცნების“ პროგნოზი იმაზე, რომ გახარიამ თბილისის მერობაზე საკუთარი კანდიდატურა იმისათვის დააყენა, რომ ნაცების კანდიდატი ნიკანორ მელია მეორე ტურში გადაეჩოჩებინა. რეალურად ასეც მოხდა, თუ ხმების პროცენტების გადანაწილებას შევხედავთ.

შესაბამისად, რთული იქნება მისთვის და მისი თანაპარტიელებისათვის რიგითი ამომრჩევლის საწინააღმდეგოში დარწმუნება, რადგანაც მათ დეტალები და წიაღსვლები არ აინტერესებთ. ისინი უყურებენ რაც ხელისგულზე დევს,“- წერს ანალიტიკოსი და აღნიშნავს, რომ გახარია საკმაოდ   მძიმე მდგომარეობაშია და ადვილი არ იქნება გადაწყვეტილების მიღება იმასთან დაკავშირებით, თუ ვის დაუჭიროს მან მხარი მეორე ტურში.

„გახარიას არჩევანიც კი არ რჩება. თუ საკუთარ ამომრჩეველს კალაძის ანუ „ოცნების“ მხარდაჭერისკენ მოუწოდებს, მას ოპოზიცია გადასცემს ანათემას. მელიას მხარდაჭერა პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება წესით ეს არ უნდა გააკეთოს. თუმცა, დუმილიც კი ვერ იქნება ოქრო ამ შემთხვევაში, რადგანაც თუ პოლიტიკოსი ხარ, ვალდებული ხარ პოზიცია დააფიქსირო,“- წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ცნობისათვის, 2 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.
თბილისის მერობისათვის ერთმანეთს დედაქალაქში 16 კანდიდატი უპირისპირდებოდა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებული უკანასკნელი ინფორმაციით, ქალაქის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ საერთო ხმების   44,97 %, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ნიკა მელიამ –  33,98 %, ხოლო პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ – 9,35 % მოიპოვა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ქრონომეტრი – ბინა ლისზე
ახალი ამბები

“ქრონომეტრი” ლისზე –  სპეციალური შეთავაზება თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის

13:57 11-09-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved