• რეკლამა
  • კონტაქტი
15:45, პარასკევი, 30 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გახარია დაგვემუქრა, დაგამთავრებთო, მისი კარიერა დასრულდა “ოცნებაში”, მაგრამ “ენმ”-ი რჩება მთავარ ოპოზიციურ პარტიად” – თინა ბოკუჩავა

ალია ავტორი - ალია
16:53 08-03-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
110

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან განაცხადა:

„ეს 26 % ემთხვევა ადამიანთა იმ რაოდენობას, რომელიც ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნები არ უნდა ჩატარდეს ამ ქვეყანაში. ეს არის ის აბსოლუტური მაქსიმუმი მხარდაჭერის, რომელიც “ქართულ ოცნებას” გააჩნია, ისიც ადმინისტრაციული რესურსის ხარჯზე. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა – 70 %-ზე მეტი კი თვლის, რომ ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს და ეს რა თქმა უნდა, ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ემხრობა ცვლილებებს, რადგან კარგად ხვდებიან, რომ სხვაგვარად ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ამ ქვეყანას ნათელი მომავალი ვერ ექნება.

ჩვენ გიორგი გახარიას განცხადებაც გვახსოვს საპარლამენტო ტრიბუნიდან გაკეთებული, როცა დაგვემუქრა დაგამთავრებთო. მას შემდეგ ვნახეთ, რომ მისი კარიერა დასრულდა “ქართულ ოცნებაში”, მაგრამ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” რჩება მთავარ ოპოზიციურ პარტიად და იქნება ხელისუფლების ცვლილების ავანგარდში ძალიან მალე, როცა ოპოზიცია გაიმარჯვებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და ეს გახდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნის საფუძველი. სამწუხაროა, რომ ასეთი ავტოკრატიული ინსტინქტები აქვთ ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს, რომლებიც ორიენტირებულები არიან ოპოზიციის განადგურებაზე, დამთავრებაზე, მოშორებაზე, ნაცვლად იმისა, რომ აღიქვან, დემოკრატიულ სახელმწიფოში ოპოზიციაც და პოზიციაც უნდა მუშაობდეს ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მათ შორის, რიგ საკითხებზე ერთად”

26% – “ოცნება“, 14% – „ენმ“, 9 % კი გიორგი გახარიას პარტია – IRI-ის კვლევა
თეგები: გიორგი გახარიათინა ბოკუჩავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?
ახალი ამბები

ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?

14:56 01-30-2026
სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!

13:42 01-30-2026
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026

14:21 01-29-2026
ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე
ახალი ამბები

ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე

14:58 01-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved