• რეკლამა
  • კონტაქტი
19:39, პარასკევი, 24 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გაიცანით თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი“

ალია ავტორი - ალია
17:09 02-02-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
188

თიბისიმ ბიზნესდაჯოლდოების პროექტის 2023 წლის ფინალისტები გამოავლინა!

გაგაცნობთ ნომინაცია „საუკეთესო ინოვაციური სტარტაპის“ ფინალში გასულ 3 კომპანიას.

კომპანია Roommate.ge ერთმანეთთან აკავშირებს ბინის მაძიებელ ადამიანებს და ეხმარება მათ ოთახის მეზობლების პოვნაში. მეორე მხრივ კი, ბინის მეპატრონეებს ბინის გაქირავების პროცესს უმარტივებს. პლატფორმის თავდაპირველი მიზანი სტუდენტებისთვის ბინის ქირაობის გამარტივება იყო, თუმცა ამ პროცესში გაირკვა, რომ ბინის მეპატრონეები სტუდენტებს არასანდო კატეგორიად მიიჩნევდნენ და მათთვის ბინების მიქირავება არ სურდათ. ამ პრობლემის მოგვარება Roommate-მა მეპატრონეებთან კომუნიკაციით სცადა: დეტალურად გაწერილი ხელშეკრულების პირობების თანახმად, ბინის მეპატრონე სისტემატურად იღებს ბინის აქტუალურ ფოტოებს, რათა დარწმუნდეს, რომ ბინაში ყველაფერი წესრიგშია. გარდა ამისა, ყველა სახლს ჰყავს ე.წ. „ლიდერი“ სტუდენტი, რომელიც ზრუნავს ზოგად წესრიგზე. პლატფორმა Roommate პასუხისმგებლობას იღებს ასევე დროულ გადახდებზე, რათა ბინის მეპატრონეები დაცულად გრძნობდნენ თავს.

„ბიზნესდაჯილდოება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია ჩვენთვის, განსაკუთრებით Roommate-ის შესახებ ცნობიერების ამაღლების კუთხით და თიბისისგან დიდ მხარდაჭერას ვიღებთ. ასევე, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი აღიარებაა, რომ ღირებულ საქმეს ვაკეთებთ. გამარჯვების შემთხვევაში, ისევ და ისევ, ჩვენი მთავარი ფოკუსი პროდუქტის განვითარებაზე, სხვა ქვეყნებში გაფართოებასა და ინვესტიციების მოზიდვაზე დარჩება“, – ამბობს Roommate-ის დამფუძნებელი, მარიკა ხანთაძე.

ნომინაციის „საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის“ მეორე ფინალისტია გიფების, ხმოვანი გიფებისა და სტიკერების მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლატფორმა KLIPY,  რომელიც უდიდეს Messenger-ებს, Social Network-ებსა და Media პლატფორმებს მონეტიზაციაში ეხმარება.

გზა, რომელიც კლიპიმ ხმოვანი გიფების იდეიდან სოციალური ქსელების, მესენჯერებისა და მედია კომპანიების AdTech პროდუქტამდე გაიარა, 2 წლის წინ დაიწყო. საწყის ეტაპზე  KLIPY (kikliko) იყო ხმოვანი გიფების Web და Mobile აპლიკაცია, რომლის დახმარებითაც მომხმარებელი მისთვის საინტერესო კონტენტს მესიჯობისას ან ვიდეო კომბინაციის შესაქმნელად იყენებდა.  პროცესში KLIPY-მ ათობით მილიონი ხმოვანი გიფი, სტიკერი და სხვადასხვა პროდუქტები დააგენერირა, რომელიც უკვე ინტეგრირებულია ისეთ სოციალურ ქსელებთან და მესენჯერებთან, რომლებსაც ათობით მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს და ანაცვლებს ისეთ მოთამაშეებს, როგორებიცაა GIPHY და Tenor. გზად კი ისეთ პლატფორმებთან ინტეგრაციებია დაგეგმილი, როგორიცაა Viber, Snapchat, X, WhatsApp და ა.შ. 2024 წლიდან კი ისინი ინდოეთის ბაზარზეც შედიან.

გასული წლის ბოლოს KLIPY-მ შეძლო 2 მილიონდოლარამდე ინვესტიციის დაპირებების აღება და არაერთი საკმაოდ დიდი ფონდისა და ცნობილი ინვესტორის შემოერთება. პლატფორმის აქტიური მომხმარებლების რაოდენობა დღეს 300,000 აჭარბებს. კომპანიის გათვლებით ეს რიცხვი ძალიან მალე 3 მილიონს მიუახლოვდება, ხოლო ზემოხსენებული პლატფორმებიდან ერთ-ერთის ინტეგრაციის შემთხვევაში 10 მილიონს გადასცდება.

„ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობა კომპანიას დაეხმარება ადგილობრივ ბაზარზე მეტ ადამიანს გააგებინოს ზრდის და წარმატების შესახებ, რაც საშუალებას მოგვცემს, მეტი ნიჭიერი ადამიანი შემოვიერთოთ და გუნდი გავზარდოთ. KLIPY-ს მთელი გუნდი მუდმივად მუშაობს კომპანიის მსოფლიო ცნობადობის ასამაღლებლად. ჩვენი მიზანია დავინტეგრირდეთ ისეთ ტოპ-პლატფორმებში, რომლებსაც ყოველდღიურად ასობით მილიონი ადამიანი იყენებს და დავიწყოთ მათი მონეტიზაცია, ისე როგორც არსებულ პლატფორმებში ვაკეთებთ. ეს კი საშუალებას მოგვცემს Unicorn-ი ნიშნული გადავლახოთ. ბიზნესდაჯილდოებაში გამარჯვება მნიშვნელოვნად დაგვეხმარება ამ მიზნისკენ სვლაში“, – ამბობს KLIPY-ს თანადამფუძნებელი, გივი ბერიძე.

სტარტაპი Signify 2021 წელს, პანდემიის დროს შეიქმნა. მისი მიზანი კომპანიებისთვისდაკონტრაქტების პროცესის გაციფრულება და ელექტრონული ხელმოწერის სხვადასხვა სახეობების მხარდაჭერა იყო. Signify-ს გუნდმა სისტემა საბაზისო ფუნქციონალით რამდენიმე თვეში გაუშვა და მომხმარებლებს საშუალება მისცა, პირველი წლის განმავლობაში უფასოდ ესარგებლათ  პროდუქტით. პირველი მომხმარებლების გამოცდილებამ კი გუნდს საშუალება მისცა უკეთ მოეხდინათ ბაზრის საჭიროებების ანალიზი.  Signify-ს გუნდი მუდმივად ითვალისწინებს მომხმარებელთა უკუკავშირს და ახდენს საერთაშორისო კონკურენტების ანალიზს –  იმისათვის, რომ ფუნქციონალი იყოს მაქსიმალურად დახვეწილი და კომფორტული.

დღეისათვის Signify ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სტარტაპია საქართველოს ბაზარზე. ის თანამშრომლობს 500-მდე კომპანიასთან, მათ შორის ისეთ მსხვილ კომპანიებთან, როგორებიცაა–  თიბისი, მაგთი, დიპლომატ ჯორჯია, დომუსი, აჭარაბეთი, საქართველოს უნივერსიტეტი, ირაო, ჯიპიაი და  ა.შ.
Სამომავლოდ  Signify-ს გუნდი გეგმავს  საქართველოში მიღებული გამოცდილების გამოყენებას საზღვარგარეთ  პროდუქტის მასშტაბირების მიზნით. 

Signify  მომხმარებელს სთავაზობს შესაძლებლობას, გააგზავნონ დოკუმენტი ხელმოსაწერად ან თავად მოაწერონ ხელი სულ რამდენიმე კლიკით; გააშაბლონონ საკუთარ კომპანიაში არსებული კომპლექსური ინიცირება, ვიზირება, ხელმოწერის პროცესები;  შეძლონ კონტრაქტების დახარისხება და მართვა.  დიდი კომპანიები, როგორც წესი, ასევე თავიანთ სისტემებთან აკეთებენ Signify-ს ინტეგრაციას.

„ბიზნესდაჯილდოების პროექტში მონაწილეობა გვეხმარება იმაში, რომ უფრო ფართო აუდიტორიას მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის შესახებ. გამარჯვება დამატებითი მტკიცებულება იქნება ჩვენი გუნდისთვის, რომ მნიშვნელოვან  საქმეს ვემსახურებით. გამარჯვების შემთხვევაში კომპანიის საინფორმაციო მხარდაჭერას ავირჩევთ. მგონია, რომ ამ ეტაპზე ჩვენი კომპანიისთვის ყველაზე სასარგებლო სწორედ საინფორმაციო მხარდაჭერა და ცნობადობის ამაღლება იქნება“, – ამბობს Signify-ის თანადამფუძნებელი და ტექნიკური დირექტორი, ალექსანდრე ნემსაძე.

ბიზნესდაჯილდოება თიბისის ბიზნესის მხარდაჭერის პროექტია, რომელიც უკვე მეშვიდედ იმართება და მასში მონაწილეობა 3000 – ზე მეტმა კომპანიამ მიიღო. წლევანდელი გამარჯვებულების ვინაობა თებერვლის ბოლოს გახდება ცნობილი.

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
გიორგი დანელიას ქუჩა – რა ფაქტორები განსაზღვრავს ტერიტორიის განვითარებას?
ახალი ამბები

გიორგი დანელიას ქუჩა – რა ფაქტორები განსაზღვრავს ტერიტორიის განვითარებას?

17:15 07-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved