• რეკლამა
  • კონტაქტი
02:50, კვირა, 17 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გაიცა 7 ოჯახის გაყვანის რეკომენდაცია – სააგენტოს ანგარიში ნერგეეთზე

ალია ავტორი - ალია
13:29 02-16-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
948

გამოქვეყნდა გარემოს ეროვნული სააგენტო გეოლოგიის დეპარტამენტის ვიზუალური საინჟინრო-გეოდინამიკური ანგარიში ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, 7 თებერვალს განვითარებული კლდეზვავური ტიპის მეწყრული მოვლენის შესახებ.

უწყების მტკიცებით, პროცესის ჩასახვის ზონიდან დასახლებულ უბნამდე მეწყრულმა მასამ, სავარაუდოდ, მიაღწია 30-40 წამში და “განგაშის სისტემის მოწყობა, აღნიშნულის და მისი ჩასახვის ზონიდან დასახლებულ უბნამდე მცირე მანძილის გათვალისწინებით, დამდგარი შედეგების თავიდან ასაცილებლად ვერ იქნებოდა ეფექტური”.

ანგარიშში წერია, რომ მაღალი მეწყრული საშიშროების რისკის ქვეშ რჩება სოფელში მცხოვრები 7 ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლები. გაიცა მათი უსაფრთხო ადგილზე გაყვანის რეკომენდაცია:

“მაღალი მეწყრული საშიშროების რისკის ქვეშ რჩება ფერდობის ქვედა ნაწილში, მეწყრის ორივე ბორტის გასწვრივ მცხოვრები 7 ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლები. შესაბამისად, გეოლოგიურად მდგრად ტერიტორიაზე გადაყვანას ექვემდებარება შემდეგი მოქალაქეების ოჯახები:

  • დარეჯან რობაქიძე;
  • კობა გორგოძე;
  • კოტე რობაქიძე;
  • დათო რობაქიძე;
  • გია სოსელია;
  • მამუკა რობაქიძე;
  • ალექსანდრე რობაქიძე.

გარემოს ეროვნული სააგენტო ამტკიცებს, რომ მათ მიერ 2023 წელს მომაზადებულ საინფორმაციო გეოლოგიურ ბიულეტენში ნამდვილად იყო მითითებული, რომ სოფლის ტერიტორია მოქცეულია მეწყრული მოვლენების შესაძლო გააქტიურების ზონაში, მაგრამ, კონკრეტულად ის ლოკაცია, სადაც მეწყერი ჩამოწვა – შეფასებული არ ყოფილა.

დოკუმენტის მიხედვით, მეწყრული სხეულის განვითარების არეალი მიეკუთვნება ნერგეეთის ჩრდილოეთ ნაწილს, რომელიც მდებარეობს მდინარე ხანისწყლის ხეობის მარჯვენა, დასავლეთის ექსპოზიციის, მკვეთრად ცვალებადი დახრილობის მქონე ფერდობზე. სპეციალისტები ამბობენ, რომ იმ უბნის დახრილობა, სადაც ადგილი ჰქონდა კლდეზვავური ტიპის მეწყრის მოწყვეტას (ფერდობის შუა ნაწილი), შეადგენს 40-60º-ს.

სააგენტოს თქმით, “რთულ ტექტონიკურ და მორფოლოგიურ პირობებთან ერთად, მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურება ძირითადად დაკავშირებულია უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლასთან”, კერძოდ:

“სოფ. დიმის მეტეოსადგურის მონაცემებით, 5-6-7 თებერვლის პერიოდში მოსული ატმოსფერული ნალექების ჯამურმა რაოდენობამ შეადგინა 81 მმ. დიმის მეტეოსადგურისთვის თებერვლის თვის ნალექების დადგენილ ნორმად ითვლება 176 მმ. შესაბამისად, 3 დღის განმავლობაში მოვიდა მთელი თვის ნალექების ნორმის 46%, რაც დროის ამ მონაკვეთისთვის ძალიან მაღალი მაჩვენებელია, რაც მიუთითებს კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული მოვლენების გააქტიურებას. ამას ემატება ბოლო პერიოდში ფერდობებზე არსებული თოვლის საფარის ინტენსიური დნობის პროცესი. აღნიშნული ნალექების დიდი ნაწილის ინფილტრაცია მოხდა ტერიტორიის ამგებ ნაპრალოვან და დეზინტეგრირებულ ქანებში, რამაც თავის მხრივ გამოიწვია მათი ძლიერ გაწყლოვანება და ზღვრული წონასწორობის დაკარგვა, რომლის შედეგად ადგილი ჰქონდა კლდოვანი მასების წყალგაუმტარ არგილიტების შრეებზე გადაადგილებას.

მეწყრული მასის მოწყვეტის არეალიდან საცხოვრებელ სახლებამდე მანძილი 270-280 მეტრია, პროცესის ჩასახვის ზონიდან დასახლებულ უბნამდე მეწყრულმა მასამ სავარაუდოდ მიაღწია 30-40 წამში.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ შესაძლებელია მეწყრის რეგრესიულად (უკუსვლით) გაფართოება-გააქტიურება, თავისი უარყოფითი შედეგებით, რასაც მოწმობს მოწყვეტის კიდის პარალელურად 2-3 მ-ში დაფიქსირებული ხილული ნაპრალები.

დასკვნები და რეკომენდაციები: 

  • მეწყრული სხეულის გავრცელების არეალის საერთო ფართობმა 4.45ჰა შეადგინა, ხოლო გადაადგილებული მეწყრული მასის მოცულობა საშუალოდ  150 000-160 000 მ3ია;
  • მეწყრულმა მასამ ძალიან მოკლე დროით შეაგუბა მდ. ხანისწყლის კალაპოტი;
  • მეწყერმა დააზიანა ბაღდათი-საირმის საავტომობილო გზა, მწყობრიდან გამოვიდა გაზის და წყლის მილსადენები, ელექტროგადამცემი ხაზები, სარგებლობიდან ამოვარდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, სრულად დაანგრია 4 საცხოვრებელი სახლი და ადგილი ჰქონდა ადამიანთა მსხვერპლს;
  • მეწყრული სხეულის მიმდებარე ფერდობიდან დღესაც ნარჩუნდება საფრთხე და შესაბამისად 7 თებერვალს ადგილზევე გაიცა რეკომენდაცია აქ მცხოვრები 7 ოჯახის (ზემოთ მითითებული) გეოლოგიურად მდგრად ტერიტორიაზე გადაყვანასთან დაკავშირებით;
  • სოფ. ნერგეეთის დანარჩენ დასახლებულ უბნებზე გაგრძელდება მონიტორინგული დაკვირვებები;
  • პროცესის ჩასახვის ზონიდან დასახლებულ უბნამდე მეწყრულმა მასამ სავარაუდოდ მიაღწია 30-40 წამში. შესაბამისად განგაშის სისტემის მოწყობა, აღნიშნულის და მისი ჩასახვის ზონიდან დასახლებულ უბნამდე მცირე მანძილის გათვალისწინებით, დამდგარი შედეგების თავიდან ასაცილებლად ვერ იქნებოდა ეფექტური.

სააგენტო არ ამბობს, რატომ წერს 2022 წელს, რომ სოფელი მთლიანად მეწყერსაშიშ ზონაშია, თუ არ იყო ყველა მონაკვეთი შესწავლილი და რამ შეუშალათ ხელი ბოლო 2 წლის მანძილზე, მთლიანი სოფელი შეემოწმებინათ და ოჯახების გასახლების რეკომენდაცია დროულად გაეცათ და არა მეწყერის შემდეგ. 

სააგენტო ამტკიცებს, რომ განგაშის სისტემის მოწყობა ვერ იქნებოდა ეფექტური, რადგან მცირე მანძილიდან ჩამოწვა მეწყერი, მაგრამ არაფერს ამბობენ იმაზე, იქნება თუ არა ეფექტური, იმ შემთხვევაში, თუ შორი მანძილიდან ჩამოწვება მეწყერი და არც იმაზე ამბობენ რაიმეს, 40 წამი შესაძლებელია, თუ არა, ასეთ დროს იყოს გადამწყვეტი.

ცნობისთვის, მეწყერი აჭარაშიც ჩამოწვა, სადაც მოსახლეობა ამბობს, რომ ისინი წლებია უკვე გასახლებას ითხოვენ.

“მოსალოდნელია მეწყერი” – გარემოს სააგენტო ხელისუფლებას 2022 წელს აფრთხილებდა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი

13:10 08-15-2025
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ახალი ამბები

ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა

12:35 08-15-2025
“ჰკითხე ექსპერტს” – კამპანია, რომელიც ლომბარდთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ამსხვრევს
ახალი ამბები

“ჰკითხე ექსპერტს” – კამპანია, რომელიც ლომბარდთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ამსხვრევს

18:05 08-14-2025
თიბისი Google Cloud DORA Awards-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

თიბისი Google Cloud DORA Awards-ის გამარჯვებულია

12:41 08-14-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved