• რეკლამა
  • კონტაქტი
00:59, ორშაბათი, 14 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გაიტაცეს, გაკოჭეს და არხში გადააგდეს – სასტიკი მკვლელობა მარნეულში

ალია ავტორი - ალია
12:56 09-21-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
26

მარნეულში 28 წლის კაცი მოკლეს – ჯავიდ ალიევს ოჯახი ბოლო სამი დღის განმავლობაში ეძებდა, ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი კი დღეს, 21 სექტემბერს, მდინარე ალგეთის პირას იპოვეს. 

“პირველების” ინფორმაციით, სასტიკი დანაშაულისთვის პოლიციამ ძმები დააკავა. მკვლელობის მოტივად შურისძიება სახელდება. 

ძმებთან ერთად დაკავებულია მათი მძღოლიც, რომელიც უმძიმეს ფაქტს შეესწრო. ამ უკანასკნელს გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. 

საქმის მასალების მიხედვით, ძმებმა ახალგაზრდა მამაკაცი გაიტაცეს, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, გაკოჭეს, მძიმე საგანი მოაბეს და არხში გადააგდეს.

მკვლელობის ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ. გომელაურის უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ო.ტ.-მ და ო.გ. -მ მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, 
მარნეულის მუნიციპალიტეტში, შურისძიების მოტივით, ნაცნობს – 1993 წელს 
დაბადებულ ჯ.ჩ.-ს ძალადობის გამოყენებით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და 
ხელ-ფეხი შეუკრეს. შემდეგ ბრალდებულებმა გაკოჭილი ჯ.ჩ., ო.გ.-ის მართვის 
ქვეშ არსებული ავტომობილით, მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 
წაიყვანეს, სხეულზე მძიმე საგანი მოაბეს და სარწყავ არხში გადააგდეს, რის 
შედეგადაც იგი გარდაიცვალა.

ოფიციალური ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ო.ტ.-ს და ო.გ.-ს მიერ ჩადენილ ქმედებას შეესწრო  მათივე მეგობარი – ს.ა., თუმცა მან მომხდარი მძიმე დანაშაულის შესახებ 
სამართალდამცველებს არ შეატყობინა.
საქმეზე ჩატარებული ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების 
შედეგად, სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული მარნეულში დააკავეს.

28 წლის კაცი, დმანისის სოფელ იფნარის მკვიდრია, მარნეულში კი მიკროავტობუსის მძღოლად მუშაობდა. 

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ სამი პირი დააკავა. გამოძიება კი განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით

16:52 09-12-2026
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
ახალი ამბები

ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია

16:16 09-12-2026
„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved