• რეკლამა
  • კონტაქტი
23:19, პარასკევი, 3 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გაირკვა კაცის ვინაობა, რომელმაც ყოფილი ცოლი ქვით მოკლა – “ციხიდან 1 თვის წინ გამოვიდა… ისეთი რა ჩაარტყა, თავი იმხელაზე ჰქონდა შეშუპებული, რომ სახე არ უჩანდა საწყალს გოგოსო”

ალია ავტორი - ალია
11:25 11-22-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
259

მორიგი სასტიკი ფაქტი საგარეჯოში 11 ნოემბერს მოხდა. მოძალადე მამაკაცმა ყოფილ ცოლს სახლში მიაკითხა და ქვით თავი გაუტეხა, რის შემდეგ თავად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. უმძიმესი დაზიანებებით ახალგაზრდა ქალი იმავე დღეს სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს, იქიდან თბილისში, “ინგოროყვას კლინიკაში”, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმები რამდენიმე დღის მანძილზე ცდილობდნენ დასახიჩრებული ქალის გადარჩენას, სამწუხაროდ, მიყენებული დაზიანებები იმდენად მძიმე იყო, რომ მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

დღეს, 21 ნოემბერს, ქალი “ინგოროყვას კლინიკაში” გარდაიცვალა. ამ სასტიკი დანაშაულის მსხვერპლი ციკო სულიკაშვილია. ის მეუღლეს გაშორებული იყო.

არსებული ინფორმაციით, მასზე ძალადობის ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა. წლების მანძილზე ძალადობდა მასზე ქმარი. თავის დროზე მათი ოჯახი სწორედ ძალადობის გამო დაინგრა. მეზობლების თქმით, მამაკაცი, რომელიც ასე სასტიკად გაუსწორდა ცოლს, სწორედ ოჯახური ძალადობისთვის იხდიდა სასჯელს და ციხიდან ამნისტიით ახალი გამოსულია.

მეზობლის თქმით, მომხდარის მიზეზად ეჭვიანობა სახელდება.

“როგორც სჩვევიათ, ასეთ მოძალადეებს, მიზეზად ეჭვიანობა სახელდება. ასეა ხოლმე, როცა ასეთი ავადმყოფები არიან. ძალიან შეძრული ვარ ამ ფაქტით. ციკო ჩემს მეზობლად ცხოვრობს, მასთან ისეთი ურთიერთობა არ მქონდა, რომ მოეყოლა თავისი პირადი ამბები, მაგრამ მეზობლებისგან ვიცი, რომ ქმარი მას სისტემატურად წლების განმავლობაში ძალადობდა. მორიგი ასეთი შემთხვევა მოხდა წელიწადნახევრის წინ, მაშინაც მძიმედ ნაცემი იყო, მაშინ საწყალი გოგო გადარჩა, მაგრამ უჩივლა და დააჭერინა ამ ძალადობისთვის. ამიტომ იხდიდა სასჯელს ეს მოძალადე. ციხეში იჯდა, დაჭერილი იყო. ახლა როგორც გავიგე, ამ საწყალ გოგოს თავისი საჩივარი უკან გამოუტანია, ამნისტიაც შეეხო და არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოვიდა მოძალადე ციხიდან.

დამნაშავე მიშა სუხიშვილია, უბანში მეტსახელად ტარაკანას ეძახიან. ეს გოგო თავისი მშობლების სახლში იყო. საგარეჯოს ცენტრში ცხოვრობს, კერძო სახლი აქვთ. დედა გარდაცვლილი ჰყავს, ორი წელი არ იქნება, რაც ციკოს ძმაც გარდაეცვალა და სახლში მამასთან, მოხუც ბებოსთან და თავის ორ შვილთან ერთად ცხოვრობდა. იმ საღამოს ყოფილ ქმარს მიუკითხავს სახლში. სახლში მასთან სტუმრად იყო ციკოს მეგობარი გოგო და თურმე ყავას სვამდნენ ერთად. ამ დროს გაუყვანია ეზოში. სადღაც 5 წუთი არ გაგრძელებულა მათი საუბარი თუ კონფლიქტი, მალევე ძალიან დიდი ქვა აუღია და ურტყა საწყალ გოგოს თავში. უმძიმესი ამბავია, გამეორებაც მიჭირს. ბებია ტელევიზორს უყურებდა და მას არ გაუგია ხმაური, მამა უკვე იწვა საწოლში. სახლში სტუმრად მყოფი გოგო გავარდნილა ყვირილზე და ის რომ მივიდა, გოგო უკვე ძირს ეგდო.

ამ შემზარავ ფაქტს შეესწრო მათი 7 წლის ბიჭი. ბავშვმა დაინახა ეს ყველაფერი. მეგობარმა, რომ ნახა ასეთ საშინელ დღეში გოგო, სასწრაფოდ 112-ში დარეკა და დახმარება ითხოვა. მალე მოვიდა პატრული და სასწრაფო. საწყალი გოგო ჯერ საგარეჯოს საავადმყოფოში გადაიყვანეს და შემდეგ რეანიმობილით “ინგოროყვაში”. თავი იმხელაზე ჰქონდა შეშუპებული, რომ სახე არ უჩანდა საწყალსო.

ეს გოგო “სპარში” კონსულტანტად მუშაობდა, შრომობდა და ზრდიდა ორ შვილს. მეგობარს უთქვამს, ისე უცებ მოხდა ყველაფერიო, რომ გავედი უკვე ყველაფერი მომხდარი იყოო, ძირს ეგდოო. საშინელებაა ასეთი სისასტიკე, ის უნდა ჩალპეს ციხეში. არ ვიცი როგორ შეიძლებოდა ასეთი მოძალადის გარეთ გამოშვება, ან ამ გოგომ თვითონ რატომ გამოიტანა საჩივარი, არ უნდა გამოეტანა, უნდა დაისაჯოს იქ, მაგრამ მომხდარს არაფერი ეშველება. მიშა სუხიაშვილია მკვლელი, მეორე დღეს ჩაბარდა პოლიციას”,- ამბობს მეზობელი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო. რა ჩვენება მისცა თავად დამნაშავემ, ჯერჯერობით უცნობია.

კვირის პალიტრა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს
ახალი ამბები

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს

18:17 07-03-2026
Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
ახალი ამბები

Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა

15:31 07-03-2026
საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved