• რეკლამა
  • კონტაქტი
11:31, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გაიყვანონ თავისი მოქალაქე და მიხედონ“-გიული ალასანია

ალია ავტორი - ალია
10:35 02-23-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
47

„ეს ადამიანი არის უკრაინის მოქალაქე და როგორც უკრაინის მოქალაქე, პირველ რიგში, მივმართავ უკრაინის ხელისუფლებას, რომ გაიყვანონ თავისი მოქალაქე და მიხედონ“, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ სააკაშვილზე საუბრისას ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

გიული ალასანიას თქმით, სააკაშვილის მიერ შიმშილობის მეორედ დაწყება ძალიან სახიფათოა.

ალასანია ამბობს, რომ საპატიმროში საღამოს 6 საათიდან ექიმი არ იმყოფება და შესაბამისად, მას ყურადღება არ ექცევა.

„ყველა ექიმი გვაფრთხილებდა და მაგალითად, ნიკა ყიფშიძე იმ აზრზე იყო, რომ 10 დღეც შეიძლება ვერ გაძლოს. ეს ძალიან სახიფათო წამოწყებაა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ აქვს. ყველაფერი მოუხსნეს, ყველაფერი აუკრძალეს. არაფრის უფლება არ აქვს.

სასამართლოზე გავიგე, რომ 18:00 საათიდან ექიმი საერთოდ აღარ არის იმ დაწესებულებაში, ყოველ წუთს შეიძლება ექიმის დახმარება დასჭირდეს, შესაბამისად არავითარი დახმარების იმედი არ უნდა გვქონდეს. ეჭვებიც გიჩნდება ამ დროს ადამიანს, ექიმიც არ არის, შეიძლება რამე ავნონ, ყველაფერი ხდება, რა ვიცი…

ყველაფერს ვგულისხმობ, ისეთ დაწესებულებაში არის, სანატორიუმში ხომ არ არის? აუცილებელია მისი გაყვანა საზღვარგარეთ სამკურნალოდ და განცხადება გააკეთა, რომ მისი დაავადება აქ ვერ განიკურნება.

ჩემი აზრი არის ასეთი, ბოლოს და ბოლოს ეს ადამიანი არის უკრაინის მოქალაქე და როგორც უკრაინის მოქალაქე, პირველ რიგში მივმართავ უკრაინის ხელისუფლებას, რომ გაიყვანონ თავისი მოქალაქე და მიხედონ“, – აცხადებს გიული ალასანია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved