გაგრაში 26 წლის რუსი ტურისტი ქალი მოკლეს. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე 25 წლის კაცი დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, 26 წლის ამინა ბიკბოვა გაგრაში დასასვენებლად იმყოფებოდა. მას შემდეგ, რაც ქალი რამდენიმე დღის განმავლობაში ახლობლებთან კავშირზე აღარ გავიდა, ოჯახმა სამართალდამცველებს მიმართა.
ე.წ. შსს-ს ცნობით, დაკავებული 25 წლის ედგარ აბუხბაა. გამოძიების ვერსიით, ის ქალს 23 სექტემბერს შეხვდა და მასთან ერთად ნაქირავებ საცხოვრებელში წავიდა. უწყება აცხადებს, რომ კამათის დროს კაცმა ქალი დაახრჩო.
გამოძიების ინფორმაციით, მომდევნო დღეს ბრალდებულმა ცხედარი ბზიფის ხეობის მიმართულებით წაიღო და გზის პირას, ბუჩქებში დატოვა, ქალის ტელეფონი და პირადი ნივთები კი გადააგდო.
საქმეს გაგრის რაიონის ე.წ. პროკურატურა იძიებს.











კომენტარები