• რეკლამა
  • კონტაქტი
03:16, ორშაბათი, 14 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი და ამავე კომპანიის ყოფილი კონსულტანტი დააკავეს

ალია ავტორი - ალია
17:24 11-16-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და ჯგუფურად ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, დაკავებულია „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი და ამავე კომპანიის ყოფილი კონსულტანტი, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მიცემისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება/გამოყენების ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა შპს „გაგუ“-ს დირექტორის მიმართ დაუსწრებლად დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული, „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა და ამავე კომპანიის ყოფილმა კონსულტანტმა, ქრთამის აღების სანაცვლოდ, 2019 წლის აგვისტოში და 2020 წლის იანვარში გამოცხადებულ ორ ტენდერში შესასყიდი პროდუქციის სპეციფიკაციები ხელოვნურად მოარგეს შპს „გაგუ“-ს, რომლის დირექტორთანაც ახლო მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ.

“აღნიშნულის გამო, ორივე ტენდერში მონაწილეობის მიღება შეძლო მხოლოდ ზემოაღნიშნულმა კომპანიამ, რომელიც წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ხელოვნურად დარჩა უკონკურენტო გარემოში და გამოცხადდა გამარჯვებულად.
ორივე ტენდერში გამარჯვების უზრუნველყოფის სანაცვლოდ, შესყიდვების დეპარტამენტის მაშინდელმა უფროსმა ამავე კომპანიის ყოფილი კონსულტანტის დახმარებით, ქრთამის სახით ჯამში 215 025 ლარი მიიღო.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების შემდეგ, უკანონო თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი კონსულტანტის დახმარებით, 2020 წლის აგვისტოში შეიძინა 43 850 ლარის ღირებულების ,,AUDI’’-ს მარკის Q5 მოდელის ავტომანქანა, რომელიც გამოძიების მიერ იქნა ამოღებული.
„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ზემოაღნიშნული თანამშრომლების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების, ამ დანაშაულში დახმარების და ჯგუფურად ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე.
კერძო კომპანიის დირექტორის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა – უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემის და ყალბი დოკუმენტის დამზადება/გამოყენების კვალიფიკაციით დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით ითვალისწინებს.
საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას კორუფციის გამოვლენა და მის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს. პროკურატურა კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული პირების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს.
სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე შეეფარდა პატიმრობა.
საქმეზე გამოძიება აქტიურად გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა შესაძლო პირთა მხილებისა და გამოვლენის მიზნით”,- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით

16:52 09-12-2026
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
ახალი ამბები

ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია

16:16 09-12-2026
„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved