კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში წერს:
„1. სასამართლოსგან პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის დადასტურებას 9-დან 6 ხმა სჭირდებოდა. ზუსტად 6 ხმა მოგროვდა. მხარდამჭეთა შორის არის თავად სალომე ზურაბიშვილის მიერ დანიშნული მოსამართლე;
2. პარლამენტმა 14 დღეში უნდა გადაწვიტოს პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს თუ არა. ამისთვის 100 ხმაა საჭირო. ოფიციალურად ოცნება ამდენ მანდატს ვერ აკონტროლებს;
3. პარლამენტი ვალდებული არ არის სასამართლოს მხრიდან პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის დადასტურების შემდეგ მას იმპიჩმენტი ავტომატურად გამოუცხადოს. შეუძლია თქვას, რომ მიუხედავად ამისა მიზანშეწონილად არ მიიჩნევს პრეზიდენტის გადაყენებას;
4. გადაყენების შემთხვევაში ახალი პრეზიდენტი 45 დღეში უნდა ავირჩიოთ;
5. არჩევის წესი ახალია. პრეზიდენტს პირდაპირი გზით აღარ ავირჩევთ. ამას გააკეთებს საარჩევნო კოლეგია.“
კომენტარები