• რეკლამა
  • კონტაქტი
11:12, სამშაბათი, 17 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გადამწყვეტი იერიში სააკაშვილის გადასარჩენად

ალია ავტორი - ალია
17:54 10-16-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
533

ანი დვალიშვილი

გადამწყვეტი იერიში აწ უკვე რიგითი სააკაშვილის გადასარჩენად – ასე შეიძლება ეწოდოს ნაციონალური მოძრაობის ლიდერებისა და მათი ევროპელი პარტნიორების მცდელობას, რომლებიც ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, შტურმზე არიან გადასული და ევროკომისიაში მიღებულ რეზოლუციაშიც კი მოახერხეს და ჩაწერეს, რომ მიშა პუტინის პირადი პატიმარია და უნდა გათავისუფლდეს. მართალია, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ეს ყველაფერი 56-მა დეპუტატმა შეაპარა 600-კაციან ევროსაბჭოს ანსამბლეასო, მაგრამ ცოტა ძნელი დასაჯერებელია, ასე შეპარვით მოხდეს კონკრეტულ რეზოლუციაში კონკრეტული გვარის ჩაწერა და რაც მთავარია, შემდეგ მისი კენჭისყრაზე გატანა და მიღება. ამბობენ, რომ ეს შესწორება უკრაინელი დეპუტატების ინიციატივით განხორციელდა და ვიღაცები დაეთანხმნენ, ვიღაცები კი არა. აქ მთავარი ის კი არ არის, ვინ სად რა შეაპარა, არამედ ის, რომ 10 წელია ხელისუფლებაში რომ ხარ და საერთაშორისო ასპარეზზე ოპოზიცია რაღაცებს რომ (თუ) აპარებს და ნერვებს გიშლის, უკვე შენი პრობლემაა. გამოდის, რომ საერთაშორისო ასპარეზზე „ოცნებამ“ ვერც მეგობრები შეიძინა, ვერც მოისყიდა (ხომ ამბობენ, ნაცებს მოსყიდული ჰყავთო) და ზოგადად, ვერავინ ნახა ისეთი, რომ გამოვა და ბოლო ხმაზე იყვირებს, ბიძინა ივანიშვილს გაუმარჯოსო. აი, მიშას გაუმარჯოსო, დღემდე ბევრი ყვირის… ის 56 დეპუტატი მაინც და მერე რა, რომ ხელისუფლება დღესაც ამტკიცებს, ეს ხალხი ქვეყნის ბუჯეტის ფულით მოისყიდესო, ეს აღარავის ახსოვს (სხვათა შორის, არც არავინ დასჯილა) და ხედავენ იმას, რაც ხდება. თუ ამბობ, რომ ვიღაცები მოისყიდეს და თან ბიუჯეტის ფულით, ხელი დაადე, საქმე აღიძრას, დაისაჯოს ვინმე, თორემ ასე, ორღბეში ჭორაობასავით გამოდის.

თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved