თბილისში ოპოზიციის დაგეგმილ აქციას მოქალაქეები რეგიონებიდანაც უერთდებიან.
სამეგრელოს რაიონებიდან ავტოკოლონები დედაქალაქის მიმართულებით უკვე დაიძრა.
“მივდივართ იმ მოტივით, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნას სამოქალაქო კლინიკაში, სადაც მას სრულყოფილი მკურნალობა ჩაუტარდება. ჩვენ ვხედავთ, რომ ამის გაკეთებას არ აპირებს ხელისუფლება, რაღაცას ჯიუტობს, თავისი უაზრო, უტიფარი საქციელების გამო. ეს ხალხი ძალიან გაბრაზებულია. დღეს რესპუბლიკის მოედანზე იქნება გაჟღერებული სწორედ ის მოთხოვნა, რაც ნიშნავს, რომ იქნეს გადაყვანილი კლინიკაში მიხეილ სააკაშილი. ვიდგებით მანამ, სანამ ეს არ შესრულდება”, – ამბობს აქციის მონაწილე.
კომენტარები