• რეკლამა
  • კონტაქტი
04:31, ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გადადგეს ხაბეიშვილი, პარტია გადავიდეს საგანგებო რეჟიმზე – ენმ-ის თბილისის ორგანიზაცია

ალია ავტორი - ალია
17:21 11-30-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,733

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვენ:

“სამწუხაროდ, ბოლო 10 თვის განმავლობაში პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილისა და  მოქმედი მენეჯმენტის მიერ გადაიდგა მთელი რიგი არასწორი ნაბიჯები, რომელიც არ ემსახურებოდა პარტიის ერთიანობას და მის გაძლიერებას, რამაც პარტიაში გამოიწვია მძიმე პოლიტიკური კრიზისი.

მოახლოებული 2024 წლის გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნების წინ, რუსულ რეჟიმთან წინააღმდეგ ბრძოლისთვის და  ერთიანი ძალებით მოქმედებისათვის, როგორც დროებითი ღონისძიება, აუცილებლად მიგვაჩნია პარტიაში მოხდეს სრული გადატვირთვა და პარტია გადავიდეს საგანგებო რეჟიმზე.

კერძოდ:
1. დაუყოვნებლივ გადადგეს პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, შეუწყდეს უფლებამოსილება არადემოკრატიული წესით შექმნილ პოლიტსაბჭოს და შეიქმნას გადაწყვეტილების მიმღები მმართველი ორგანო ე.წ. “თანხმობის საბჭო” (და არა საკონსულტაციო საბჭო), რომლის უფლებამოსილებებში გაერთიანდება პარტიაში მოქმედი პოლიტსაბჭოს, სამდივნოს და თავმჯდომარის უფლებამოსილებები.
2. “თანხმობის საბჭო” დაკომპლექტდეს პარიტეტული პრინციპით, რომელიც ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებს მაღალი ლეგიტიმაციით.
3.  უახლოეს პერიოდში მოწვეულ იქნას პარტიის ყრილობა, რომელზეც მოხდება “საბჭოს” დამტკიცება და შესაბამისი ცვლილებების შეტანა პარტიის წესდებაში, როგორც დროებითი ღონისძიება,  2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით.” ნათქვამია განცხადებაში.

მიმართვას ხელს აწერენ თბილისის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეები:

1. ბესო გაზდელიანი;
2. გელა (გრიგოლ) გვილავა;
3. გიორგი მათიაშვილი;
4. გიორგი ჯაბუა;
5. გოჩა გუგუციძე;
6. გოჩა კოკაია;
7. დავით კახაძე;
8. დავით ლაგვილავა;
9. დავით ნებიერიძე;
10. ზვიად კუპრავა
11. თემო ნემსიწვერიძე;
12. თენგიზ გიორგაძე;
13. ლერი დემეტრაშვილი;
14. მამუკა გუგეშაშვილი
15. რომეო ფარულავა.

 

თერჯოლა, ფოთი, მცხეთა, ამბროლაური, ქუთაისი, ზუგდიდი, ხობი, ჭიათურა – რომელი ქალაქების საკრებულოთა ფრაქციები ითხოვენ ხაბეიშვილის გადადგომას

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved