• რეკლამა
  • კონტაქტი
18:16, სამშაბათი, 28 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„გაბუნიას მკვლელობის ჩავარდნის შემდეგ აქვთ გეგმა „ბე“! მუშაობენ ახალ პროვოკაციაზე“

ალია ავტორი - ალია
00:45 06-30-2020
- ახალი ამბები, ექსკლუზივი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

„ალიას“ ესაუბრება სამოქალაქო აქტივისტი, ლაშა ამირეჯიბი.

–  ლაშა,  ჟურნალისტ გიორგი გახარიას მკვლელობის აღკვეთილი მცდელობის შესახებ რას იტყვი?

– მე ვფიქრობ, რომ ეგ ამბავი იყო მიშა სააკაშვილისა და მაგისი  ბიძის, თემურ ალასანიას დაგეგმილი იმთავითვე. ვლადიმერ პუტინს რომ აგინა გიორგი გაბუნიამ, ეგ იყო პროვოკაცია, რომელზედაც  წამოაგეს გაბუნია იდიოტი და ვერ მიხვდა. ცხადია, ნიკა გვარამიაც საქმის კურსში იყო და ეს დასტურდება სააკაშვილისა და ადეიშვილის სატელეფონო ჩანაწერით.  გაბუნია თავიდანვე შეარჩიეს მსხვერპლად. ეგ უნდა მოეკლათ ამ საპროტესტო აქციებისას, ახლა რომ დაიწყო. შესაძლოა, სიტყვით გამოსვლისას. მეტი ეფექტი ექნებოდა.  მერე ეს დაბრალდებოდა ხელისუფლებას და აგორდებოდა საპროტესტო ტალღა, რომელიც, მიშას და ალასანიას გეგმით, ხელისუფლების დამხობით უნდა დასრულებულიყო. რაც ვნახე და მოვისმინე, იქიდან სხვა ვარაუდს ვერ გავაკეთებ. ადეიშვილისა და სააკაშვილის ლაპარაკს რომ დააკვირდე, იქაც კარგად ჩანს, რომ იცოდა ორივემ ამის შესახებ. აქ ნახე, რა წრე იკვრება. 13 ამერიკელი კონგრესმენი წერს, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსეთის, პუტინის მოკავშირე და დესტაბილიზაციის წყაროა.  ამ კონგრესმენების ეს  განცხადება, „ნაცების“ შემდგომი ქმედების „გასაპრავებლად“  გაკეთდა, ასე  მგონია. ეს კონგრესმენები მიშას და ბოკერიას მოსყიდულები არიან. შეიძლება ყველანი არა, მაგრამ ბევრნი.  ამის მერე გამოდის შალვა ნათელაშვილი და ამბობს, საქართველო–რუსეთის საოკუპაციო საზღვართან  რუსეთის სამხედრო დაზვერვის, გრუ–ს ჯგუფები დგას, რაღაც მომენტში ეს ჯგუფები დაიძვრებიან, არეულობა დაიწყება და ეს გრუ–ს ჯგუფები შემოვლენო. გაბუნიას მკვლელობის მცდელობის კვალი ჩეჩნებთან და  კადიროვთან მიდის. კადიროვს ისეთი სპეცსამსხურები ჰყავს ჩეჩნეთში, მართლა არ გაუჭირდება გაბუნიას მოკვლა, თუ მართლა მოინდომა. ეს ხალხმა დაიჯერა. რუსეთის სპეცსამსახურებმა კიდევ, კრემლის კედელთან მოკლეს ნემცოვი, ინგლისში მოკლეს ლიტვინენკო, სკრიპალები. ლიტვინენკოს დიდ ბრიტანეთში პოლიტიკური თავშესაფარი ჰქონდა, სკრიპალები მთლად ამ ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ. ახლა, სადაც ეს და სხვა ადამიანები დახოცეს,ესენი შერჩათ, რუსეთს გაუჭირდებოდა გაბუნიას მოშორება? ცხადია, არა და კვალი წავიდოდა რუსეთისკენ. მოკლედ, ყველაფერი დაბრალდებოდათ რუსეთსა და ჩვენს ხელისუფლებას, გასაღდებოდა, როგორც მათი ერთობლივი გეგმა. გაბუნიას მკვლელობა და არეულობა  დაბრალდებოდათ ხელისუფლებას, ბიძინა ივანიშვილს, რომელთაც ყველაზე ნაკლებად აწყობთ ეს.

– გასაგებია. სააკაშვილს და მის ჯგუფს, გიორგი გაბუნიას მკვლელობით,  არეულობის მოწყობა უნდოდათ, არეულობის პროვოცირება დაბრალდებოდათ  რუსეთს და ხელისუფლებას და დაამხობდნენ ხელისუფლებას. ეს გეგმა ჩაიშალა და აქცია გრძელდება რუსთაველზე. მაშ, რაღაში სჭირდებათ აქცია?

– ამათ აქვთ გეგმა „ბ“, როგორც მე  მითხრეს. მუშაობენ ახალ პროვოკაციაზე. შესაძლებელია, ჯავახეთში  აურიონ სიტუაცია. ახალქალაქში მოკლან ადგილობრივი სომეხი, ოპოზიციონერი. დააბრალონ ხელისუფლებას და იქაც ატყდება დიდი ამბავი. მერე ახალქალაქში და მთლიანად, ჯავახეთში  გამოვიდოდნენ სომხები, იქნებოდა სეპარატისტული მოთხოვნები, ცხადია, მოითხოვდნენ ხელისუფლების გადადგომას და უმართავი პროცესები დაიწყებოდა. „ნაცმოძრაობა“, გაერთიანებული ოპოზიცია ამ არჩევნებს წააგებენ, ეს იციან კარგად. ხელისუფლებაში ეგენი არჩევნების გზით ვერ  მოვლენ. გადახედე სოციალურ ქსელს. ხალხის 90% დედის რძეს აგინებს შალვა ნათელაშვილსაც და ვინც მაგის მაგიდასთან სხედან, ყველას. ან ამ აქციამ არ აჩვენა, რა რაოდენობის მხარდამჭერები ჰყავთ? პროვოკაციისა  და   არეულობის   გარდა, სხვა გზა აღარ დარჩათ ხელისუფლების მოსასვლელად.

– ცოტა ძნელი დასაჯერებელია, რომ ფსბ–მ დაგეგმა და ვერ შეასრულეს ეს გეგმა.

– რა დასაჯერებელია მერე? კადიროვის სიტყვები გაიხსენე. მე თუ ბრძანებას გავცემ, ის აუცილებლად სრულდებაო. გითხარი,  ვიცი კადიროვს რა დონის სპეცსამსახურები ჰყავს და ეგენი თუ ვინმეს მიზანში ამოიღებენ,  აუცილებლად მოკლავენ, ვინც არ უნდა იყოს. აქ ერთი ამბავიც გაიხსენე. უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააკაშვილი გაბუნიას „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო სიაში ჩასმას უპირებდა. ეს არის, ერთი შეხედვით,  ალოგიკური და წამგებიანი გადაწყვეტილება მიშასთვის, „ნაცებისთვის“.  ჟურნალისტი გაბუნია ხუთიანზე ასრულებს  მიშას  ყველა დავალებას. პოლიტიკოსად გამოდგება თუ არა, კაცმა არ იცის. მაშ რატომ უნდა ჩაესვათ სიაში გაბუნია? აი, მიშას ლოგიკას მივადექით. გაბუნიას ჩასვამდნენ სიაში, მოკლავდნენ უკვე მოქმედ პოლიტიკოსს, ეს უფრო მეტ რეზონანსს შესძენდა ამ საქმეს საერთაშორისო მედიაში, იქაურ პოლიტიკურ  წრეებში,  ზოგადად, უცხოეთში. ყოფილ ჟურნალისტსა და ახლა უკვე  პოლიტიკურ ოპონენტს კლავს ხელისუფლება. ჟურნალისტის მკვლელობა უბედურებაა, პოლიტიკოსის მკვლელობაც უბედურებაა და ერთად, უფრო დიდი უბედურება გამოვიდოდა. შესაბამისად, ხელისუფლება კიდევ უფრო შავ დღეში აღმოჩნდებოდა. მიშას ეს უნდოდა მომხდარიყო  და არა  გაბუნიას  გადეპუტატება.

ლევან ჯავახიშვილი, ალია, №21

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”
ახალი ამბები

დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”

16:02 07-28-2026
„ემპი დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

„ემპი დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები განათავსა

14:31 07-28-2026
თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა
ახალი ამბები

თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა

14:16 07-28-2026
თიბისის შეთავაზება ბიზნესებს – სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზება ბიზნესებს – სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ

17:29 07-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved