• რეკლამა
  • კონტაქტი
06:53, პარასკევი, 2 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გაბუნია ცინიკოსია და ეს მისი საქმეა – მისი სიცოცხლის დაცვა საქართველოს ღირსებაა”

ალია ავტორი - ალია
17:56 06-17-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ურთიერთობათა აკადემიის დირექტორი გოჩა მირცხულავა, სოციალურ ქსელში, წერს:

“გაბუნიას შესაძლო მკვლელობის შემზარავად წარმოსაჩენად ყველა “გავიხსენეთ” – ლიტვინენკო-სკრიპალებიდან დაწყებული, ნემცოვით დასრულებული. თითქოს რუსეთის სახეს ეს ამძაფრებდეს. უფრო მძიმე რამეს გავიხსენებ ქართული რეალობიდან და გვარებს არ დავწერ- დაღუპულთა ოჯახებს მოვერიდები. კოდორის სპეცრაზმელებზე ვამბობ – თუმცა ალბათ ბევრმა არც კი იცის, რატომ უფრო შეზარავს. ეს ბიჭები რომ არაფერ შუაში იყვნენ, ზუსტად ვიცი. მაგრამ ისიც ვიცი, ომშიც არსებობს დაუწერელი კანონები და ცხოვრებაშიც, ყველა პროფესიაში… ახლა ებრაელი კაპრალი გალიდ შალითი გამახსენდა. ერთი კაპრალი – რომელმაც ახლო აღმოსავლეთში მორიგი კრიზისი გამოიწვია და ისრაელის სახელმწიფომ
ყველას გვანახა – რა არის ღირსება, რა არის საკუთარი მოქალაქის დაცვა.

გაბუნია ჭკვიანი ცინიკოსია. ეს მისი სტილი და ფორმაა, გნებავთ ცხოვრების წესი. მაგრამ ეს მისი საქმეა და მისი მაყურებლის. მთავარი ის არის, რომ გაბუნია საქართველოს სახელმწიფოს მოქალაქეა და მისი სიცოცხლეც ისეთივე ძვირფასია, როგორც “ერთი კაპრალის”. მისი სიცოცხლე და მისი დაცვა ისევეა საქართველოს სახელმწიფოს ღირსება, როგორც ისრაელის – შალითის დაცვა და მისთვის ბრძოლა.

პოლიტიკურ ბოღმაში ჩამხვრჩალ ქართველობას არც ის ესმის, რომ მისი მოქალაქის დაცვა მისი ღირსებაა და არც ის, რომ მისი მოქალაქის დამცველი ინსტიტუციების ძლიერება მათი მუდმივი დისკრედიტირებით არ მიიღწევა. არც ხელისუფლების წევრებისა თუ ოპონენტების საძინებლებში გადაღებული ფილმებით და არც ამ ფილმების დემონსტრირებით. სახელმწიფოს მხოლოდ კანონები კი არა, მოქალაქეთა და ინსტიტუტების ურთიერთნდობაც აყალიბებს.
ჩვენს ინსტიტუტებში საბჭოთა წარსული ცხოვრობს, ისევე როგორც ჩვენში. არავინ არ იზრუნვა მისი დანგრევა – ყველამ
მოდერნიზება განიზრახა. დიახ, ჩვენს საბჭოთა ინსიტუტებში საბჭოთა ადამიანებიც მუშაობენ, და სხვას თავი რომ დავანებოთ, ჩვენ ის ერი ვართ – ლენინის კერპი ქრისტეს “მსახურთა” კერპით რომ ჩავანაცვლეთ, როგორც მშვიდი ცხოვრების აუცილებელი გარანტია.

ჩვენ რეალურად გვძულს ერთმანეთი შეხედულებების, ქცევის, სტილის, ვარცხნილობის, განათლების და უამრავი რამის გამო. იმიტომ, რომ საბჭოთა სკოლის მოსწავლის ფორმის არ იყოს, “იქ” ყველა ერთმანეთს ვგავდით. თავისუფლებაში კი მრავალფეროვნება ვერ ავიტანეთ. თვალი მოგვჭრა სხვების ბრწყინვალებამ, ნიჭმა, შრომისუნარიანობამ და რაც მთავარია – პასუხისმგებლობა აღმოჩნდა საკმაოდ მძიმე, ერთმანეთის ატანის ვალდებულება კიდევ უარესი.

მე მინდა ხელისუფლება, რომელიც საკუთარი მოქალაქის დასაცავად მის პარტიულობას არ იკითხავს და მე მინდა მოქალაქე, რომელიც ხელისუფლებას მხოლოდ იმიტომ არ გალანძღავს, რომ თავად სხვა პოლიტიკური გემოვნება აქვს და კერპი ჰყავს.

ახლა, რასაც ვუყურებ – ეს სიგიჟეა… ახლა, რასაც ვხედავ ამის მიხედვით არანაირი პერსპექტივა იმისა, რომ ხვალ რამე შეიცვლება სახელმწიფოს მართვის სისტემაში, მის შინაარსში – ხელისუფლება რომც შეიცვალოს – არ არსებობს. ნეხვში უფრო ამოვა ვარდი, ვიდრე ეს სიძულვილი შეიცვლება – სიყვარულით თუ არა, მინიმუმ ურთიერთპატივისცემით.
ადამიანი ცოცხალია – გიხაროდენ! რატომაა ცოცხალი? ეჰ… ეს ვიცი, რომ ბევრს სულაც არ გაწყობდათ და გაწყობთ!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“
ახალი ამბები

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“

19:44 10-01-2026
როდის არის თავბრუსხვევა საგანგაშო? — ოტორინოლარინგოლოგ ინგა გოგიას რჩევები და დიაგნოსტიკის თანამედროვე გზები
ახალი ამბები

როდის არის თავბრუსხვევა საგანგაშო? — ოტორინოლარინგოლოგ ინგა გოგიას რჩევები და დიაგნოსტიკის თანამედროვე გზები

18:21 10-01-2026
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
ახალი ამბები

AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე

14:35 10-01-2026
თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
ახალი ამბები

თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ

14:30 10-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved