პოლიტიკოსი, ირინა სარიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ცხოვრობდა 19 წლის ანგელოზივით ბიჭი.
ყველაფერი წინ ჰქონდა ცხოვრებაში.
უკონფლიქტო, წესიერი, მშვიდი.
წავიდა თავისი მეგობრის დაბადების დღეზე.
არავისთან უჩხუბია, უკამათია.პირიქით – კონფლიქტს გაერიდა.
ვიღაც გაბლატავებულ არარაობებს უბრალოდ თვალში არ მოუვიდათ და მოკლეს.
არაფრისთვის, საერთოდ არაფრისთვის მოკლეს.
თითქოს არც ყოფილა, არც უცხოვრია. გაქრა.
სხვაზე ვერაფერზე ვერ ვფიქრობ.”
კომენტარები