რუსეთის მტკიცებით, ყირიმში ტერორისტული თავდასხმების სერია აღკვეთეს, და დააკავეს 7 ადამიანი, რომლებიც “უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ხელმძღვანელობის მიერ იყო დაგეგემილი”. რუსული სპეცსამსახურები ამტკიცებენ, რომ მკვლელობის სამიზნეებს შორის იყვნენ “რეგიონის ხელმძღვანელები”.
“რესპუბლიკის მეთაური სერგეი აქსენოვი, პარლამენტის თავმჯდომარე კონსტანტინოვი და ქალაქ იალტის მერი პავლენკო, ისევე როგორც ნახევარკუნძულის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ელემენტები, შეირჩა ხელყოფის ობიექტებად” აცხადებს რუსული FSB.
მათივე მტკიცები, თავდასხმების უშუალო ორგანიზატორი უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის, კირილ ბუდანოვის მოკავშირე, აქტიური სამხედრო დაზვერვის რეზერვის ოფიცერი, 1976 წელს დაბადებული რომან მაშოვეცი იყო, რომელიც 2020 წლიდან მუშაობდა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილედ.
რუსული სპეცსამსახურის მტკიცებით, დაზვერვის ჯგუფში შედიოდნენ მაშოვეცის მიერ დაკომპლექტებული რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეები: ვიქტორ პოდვალნი, ალექსანდრე ლიტვინენკო, სერგეი კრივოშეინი, კონსტანტინე ევმენენკო, იგორ ზორინი და სერგეი ვოინაროვსკი.
“ისინი გეგმავდნენ ტერორისტულ თავდასხმებს, უთვალთვალებდნენ ოფიციალურ პირებს და ყიდულობდნენ ცეცხლსასროლ იარაღს. FSB-მ ასევე დააკავა უკრაინისა და ბულგარეთის მოქალაქე პეტრანოვი, რომელიც მონაწილეობდა რუსეთში ასაფეთქებელი ნივთიერებების მიწოდებაში” აცხადებს FSB.
მათივე ცნობით, კონტრდაზვერვამ დაადგინა, რომ უკრაინის სპეცსამსახურებმა საყოფაცხოვრებო ელექტროღუმელების სახით შენიღბული ბომბის კომპონენტები ბულგარეთიდან, თურქეთისა და საქართველოს გავლით შეიტანეს.
რუსეთი ამტკიცებს, რომ ბულგარეთში საქონლის გადაზიდვას კოორდინაციას უწევდა უკრაინის მოქალაქე მარინა მატუშჩაკი.
“მას შემდეგ, რაც ელექტროღუმელები რუსეთის ტერიტორიაზე მიიტანეს, ისინი სატრანსპორტო კომპანიების SDEK-ისა და Vovovoz-ის მიერ დაგეგმილი ტერაქტების ადგილებზე გადაიტანეს და გადაზიდვაში ჩაერთნენ რუსები, რომლებსაც კომერციული პროექტები ჰქონდათ ბულგარულ კომპანია Matuschak-თან. მათ არ იცოდნენ ტვირთის საფრთხისშემცველობის შესახებ.” აცხადებენ რუსული სპეცსამსახურები.
ჩხრეკისას კი მათივე ცნობით, აღმოაჩინეს ხუთი მზა ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, ბრიტანეთში დამზადებული პლასტმასის ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელთა საერთო წონა დაახლოებით ექვსი კილოგრამია.
FSB-ს მტკიცებით, ამოღებული ასაფეთქებელი ნივთიერებები იდენტურია ყირიმში, 23 თებერვალს, სარკინიგზო ხაზების აფეთქებისთვის გამოყენებული მასალის.
მომხდარზე რუსეთმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მათი მტკიცებით, ეჭვმიტანილები აღიარებენ დანაშაულს და გამოძიება გრძელდება.
კომენტარები