• რეკლამა
  • კონტაქტი
16:50, ხუთშაბათი, 25 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

Forbes Georgia-ს პროექტზე 30 UNDER 30 განაცხადების მიღება დაიწყო

ალია ავტორი - ალია
11:59 02-01-2023
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
198

თიბისისთან პარტნიორობით, Forbes საქართველო წელსაც შეარჩევს ფორბსის 30-წლამდელთა სიას. დაჯილდოების საზეიმო ცერემონია მიმდინარე წლის მაისში გაიმართება.

Forbes 30 under 30 2022 პროექტში რეგისტრაცია იანვარში დაიწყო. განაცხადების მიღება 2023 წლის 15 აპრილამდე დასრულდება. ამ დროისთვის, Forbes Georgia-ს 30-წლამდელთა პროექტში 100 განაცხადია შესული.

შეავსეთ განაცხადი  და შემოუერთდით ახალგაზრდა ლიდერებს, რომლებმაც საკუთარი მიღწევებით მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს საქმიანობის თავიანთ სფეროში და ამ აღიარებით მეტის გაკეთების სტიმული მიეცათ.

უკვე მეხუთე წელია რაც Forbes Georgia -ს პროექტი 30 UNDER 30ახალგაზრდა ლიდერებს აჯილდოებს, რომლებიც თავიანთი ცოდნით, ძალისხმევითა და ენთუზიაზმით აღწევენ წარმატებას და ქმნიან ჩვენი ქვეყნის მომავალს.

წელს კონკურსს ფინანსების კატეგორია დაემატა, რაც იმას ნიშნავს, რომ პროექტის გამარჯვებულები უკვე 6 კატეგორიაში გამოვლინდებიან. ესენია: ანტრეპრენერი და მეწარმეები, ტექნოლოგიები, ფინანსები, მეცნიერება, მედია და მარკეტინგი , კულტურა და სტილი.

თიბისი პროექტის მთავარ პარტნიორია  და გალფთან ერთად იმ ახალგაზრდებს უჭერს მხარს, რომლებიც არ უშინდებიან გამოწვევებს და ახალი იდეებით, პროექტებით, სტარტაპებით თუ შემოქმედებით საზოგადოების მომავალ ლიდერებად ყალიბდებიან.

„ჩვენთვის Forbes 30 under 30 გამორჩეულად საყვარელი და მნიშვნელოვანი  პროექტია, რადგან ის მოტივაციას აძლევს და ახალ შესაძლებლობებს უქმნის ახალგაზრდა ლიდერებს, რომლებიც საქართველოს მომავალს ქმნიან.  ასეთი პროექტების მხარდაჭერა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან თიბისიმ ახალი თაობის მხარდაჭერა და განათლების ხელშეწყობა თავისი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარ მიმართულებად აქცია მომდევნო ათწლეულის განმავლობაში. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ახალგაზრდებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მომავალს ქმნიან, გავუმარტივოთ დასახული მიზნების მიღწევის გზა, მეტი შესაძლებლობა შევუქმნათ და გვერდით დავუდგეთ, რომ თავიანთი ინოვაციური იდეები რეალობად აქციონ.” – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

„Forbes-ს მიერ საქართველოში წამოწყებული 30/30 პლატფორმა საუკეთესო ასპარეზია მასში მონაწილე ახალგაზრდებისთვის, მიიღონ ცხოვრებაში პირველი საერთაშორისო აღიარება ყველაზე გავლენიანი ბიზნესგამოცემისგან მსოფლიოში. 30-წლამდელთა სიაში დასახელება სრულიად ახალ შესაძლებლობებსა და ურთიერთობებს უხსნის მის მონაწილეებს. Forbes Georgia & BMG-ის მედიაპლატფორმების საშუალებით 30/30 სიის წევრებს გაიცნობენ საზოგადოების სხვადასხვა წრის წარმომადგენლები მსოფლიოდან, რაც საშუალებას მისცემს გამარჯვებულებს, ახალი საქმიანი კონტაქტები და ურთიერთობები დაამყარონ“, – გიორგი ისაკაძე, Forbes Georgia-სა და BMG-ის მთავარი რედაქტორი.

პროექტის ორგანიზატორი – „კონსიერჟ თბილისი“-ა. განაცხადები 2023 წლის 15 აპრილის ჩათვლით ამ ბმულზე მიიღება – https://under30.ge/ka/#regForm.

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან

15:04 06-25-2026
თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა

13:34 06-24-2026
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved