• რეკლამა
  • კონტაქტი
20:27, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

Financial Times: “დასავლეთი საქართველოში კრიზისისთვის უნდა მოემზადოს – ქვეყანა უკონტროლო დინებაშია”

ალია ავტორი - ალია
16:44 09-11-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
10,096

Financial Times ტიმ ჯუდას მოსაზრებას აქვეყნებს, რომელიც საქართველოში საარჩევნო პერიოდს ეხება და ქვეყანაში არსებულ ვითარებას განიხილავს.

როგორც გამოქვეყნებულ მასალაში ვკითხულობთ, “დასავლელი ლიდერები უნდა მოემზადონ საქართველოს სრულმასშტაბიანი კრიზისისთვის.“

საქართველო უკონტროლო დინებაშია. რადგანაც ქვეყანა დღეებს ითვლის არჩევნებამდე, ქართული ოცნების ბევრი მოწინააღმდეგე, მიიჩნევს, რომ ის გააკეთებს ყველაფერს, რათა ძალაუფლებაში დარჩეს. რუსი ლიდერები უკვე ხედავენ არჩევნების ძალადობრივ გადაწყვეტას. ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მრავალწლიანი ინტეგრაციის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოს დე ფაქტო ლიდერმა, როდესაც იგრძნო, რომ ის და მისი ბანაკი ძალაუფლებას კარგავენ, ეს კურსი დატოვა. საქართველო ახლა ნეიტრალურ ტერიტორიაზე დასავლეთსა და რუსეთ-BRICS-ის სამყაროს შორის ცურავს“,- წერია მასალაში.

მასალაში ასევე საუბარია გაზაფხულის აქციებისშესახებ რუსული კანონის წინააღმდეგ და ჰომოფობიურ ანტი-ლგბტ კანონზე.

“ყველაფერი ეს ტრაგედიაა”.

უკრაინის ომმა საქართველოსთვის სრულიად მოულოდნელი შესაძლებლობა გახსნა, რის შედეგადაც მას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი შესთავაზეს. შესაძლოა, ივანიშვილს, ქართველების უმეტესობისგან განსხვავებით, არასოდეს სურდა ეს გაუთვალისწინებელი საჩუქარი”, – აღნიშნულია სტატიაში და წერია, რომ ბოლო ქმედებების შედეგად გაწევრიანების პროცესი გაყინულია, თუმცა ივანიშვილი 2030 წლისთვის კვლავ გვპირდება ევროკავშირში გაწევრიანებას.

მასალის ავტორი საარჩევნო გარემოსაც მიმოიხილავს და აღნიშნავს, რომ არჩევნები მხოლოდ თბილისში რომ ტარდებოდეს, ოპოზიცია მოიგებდა, თუმცა ეს ასე არაა, რადგანაც რეგიონებში მოსახლეობა ძირითადად მუნიციპალიტეტებშია დასაქმებული. 

“ხალხი შიშობს, რომ თუ ხელისუფლება შეიცვლება, მათ ხელმძღვანელს ვინმე გამარჯვებული პარტიიდან ჩაანაცვლებს, რომელიც, თავის მხრივ, სამუშაო ადგილებსა და კონტრაქტს საკუთარ ოჯახის წევრებსა და მეგობრებზე გადაანაწილებს. 

ანალიტიკოსები და სოციოლოგები ვარაუდობენ, რომ ქართული ოცნება და ოპოზიცია ელექტორატის მესამედს იზიდავს, დანარჩენი კი გადაუწყვეტელია. ეს ნიშნავს, რომ ოქტომბერში ყველაფერი შეიძლება არასასიამოვნოდ შემობრუნდეს. სერგეი ნარიშკინმა, რუსეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ თუ ოპოზიცია წააგებს, აშშ “თბილისის მაიდანს” გეგმავს, რომლითაც ის სახელმწიფო გადატრიალებს გულისხმობს. ეს აბსურდია. მაგრამ თუ ქართული ოცნება დამარცხდა, მან შეიძლება მაინც გამარჯვებულად გამოაცხადოს თავი, რამაც შესაძლოა გაბრაზებული დემონსტრანტები და ძალადობაც კი გამოიწვიოს.

თუ ის სამართლიანად გაიმარჯვებს, თბილისი გააგრძელებს დასავლეთისგან ჩამოშორებას. თუ წააგებს, მაგრამ ეცდება ძალაუფლებას ჩაეჭიდოს, ქართველები დასავლეთისკენ გაიხედებიან, და ამ შემთხვევაში ამ მთავრობების ქმედებები შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს“, – ვკითხულობთ მასალაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:49 08-30-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved