შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი, მარინა ეზუგბაიას განმარტებას აგრესიულ ტესტირებაზე სოციალურ ქსელში ეხმაურება.
იგი აცხადებს, რომ მარინა ეზუგბაიას წამოცდენამ ცხადი გახადა, რომ ქართული ოცნება მალავს კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობას
“მარინა ეზუგბაიას წამოცდენამ ცხადი გახადა, რომ ქართული ოცნება მალავს კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობას.
“არ იქნება ტესტირება, არ გვეყოლება ინფიცირებული” – უფრო სწორად, არ გვექნება ინფორმაცია მათ შესახებ – ეს არის ოცნების მთავრობის სტრატეგია.
წლების მანძილზე, ანალოგიურად აყალბებდა ოცნება დანაშაულის რეალურ სტატისტიკას, ინფლაციის მაჩვენებლებს, უმუშევართა რაოდენობას და ა.შ.
მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ერთ სულ მოსახლეზე ჩატარებული ტესტების რაოდენობით, საქართველო მნიშვნელოვნად ჩამორჩება არა მხოლოდ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, არამედ მეზობელ ქვეყნებსაც.
მაშინ, როცა ეკონომიკა გაჩერებულია და ხელისუფლება დაბალი რიცხვებით იწონებს თავს, აღმოჩნდა, რომ ეს მონაცემები ივანიშვილის მთავრობის მორიგ აფიორას ეფუძნება.
კატეგორიულად მოვითხოვთ მთავრობისგან, შეწყდეს სტატისტიკის გაყალბება, ჩატარდეს ფართომასშტაბიანი ტესტირება და მოსახლეობამ მიიღოს რეალური ინფორმაცია არსებული ვითარების შესახებ” – წერს ვანო მერაბიშვილი.
კომენტარები