• რეკლამა
  • კონტაქტი
21:19, შაბათი, 11 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ევროსაბჭოს დელეგაცია საქართველოში ჩამოდის

ალია ავტორი - ალია
17:04 09-24-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
256

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის დელეგაცია 24–25 სექტემბერს თბილისში ორდღიანი ვიზიტით ჩამოვა. ოფიციალური განცხადების თანახმად, მისის მიზანი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური ვითარების გავლენის შეფასებაა ადგილობრივ თვითმმართველობებზე, განსაკუთრებით კი 4 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნების კონტექსტში.

დელეგაცია შეხვდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, სახალხო დამცველის პირველ მოადგილეს, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ხელმძღვანელობას, ასევე – მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.

კონგრესი ხაზს უსვამს, რომ ეს ვიზიტი „არ უნდა განიხილებოდეს, როგორც რომელიმე მხარის პოლიტიკური მხარდაჭერა ან ლეგიტიმაციის აღიარება“.

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის დელეგაცია 2025 წლის 24–25 სექტემბერს საქართველოში გაცნობით ვიზიტს განახორციელებს. ვიზიტის მიზანია არსებული პოლიტიკური ვითარების გავლენის შეფასება ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებზე, განსაკუთრებული ყურადღებით 2025 წლის 4 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნების მიმართ.

დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან ადგილობრივ ხელისუფლებათა პალატის პრეზიდენტი ბერნდ ფიორინგერი (გერმანია, ენმ/კსე), კონგრესის წარმომადგენელი ადგილობრივ და რეგიონულ არჩევნებზე დაკვირვების საკითხებში სტიუარტ დიკსონი (გაერთიანებული სამეფო, ადგილობრივი განათლების დამოუკიდებელი ჯგუფი), ასევე ექსპერტი, პროფესორი ტანია გროპი.

დელეგაცია შეხვედრას გამართავს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, სახალხო დამცველის პირველ მოადგილესთან და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან. ასევე გაიმართება აზრთა გაცვლა საქართველოს ეროვნული დელეგაციის წევრებთან კონგრესში და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლებთან.

გარდა ამისა, დელეგაცია შეხვდება მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს.

ვიზიტი არ უნდა განიხილებოდეს, როგორც პოლიტიკური მხარდაჭერა ან ლეგიტიმაციის აღიარება შეხვედრის მონაწილეთა მიმართ, – ნათქვამია განცადებაში. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved