• რეკლამა
  • კონტაქტი
04:41, ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ევროპელ ლიდერებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც მხარს მხოლოდ საკუთარ თავებს უჭერენ” – ზელენსკი

ალია ავტორი - ალია
06:47 03-11-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
142

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი:

“უკრაინელებო, დღევანდელი დღის მთავარი მიზანი ჰუმანიტარული დერეფნის ორგანიზება იყო. მოვახერხეთ ჩვენი 40 ათასი მოქალაქის გამოყვანა. ასევე, მოქალაქეებს, რომლებმაც დარჩენა გადაწყვიტეს, ასეულობით ტონა საკვები პროდუქტები და მედიკამენტები გავუგზავნეთ. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მოქალაქეები მაქსიმლურად დავიცვათ იმ ადგილებში, რომლის განადგურებაც მტერს უნდა. ჩვენი ძალისხმევით, ბოლო 2 დღეში, თითქმის 100 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ამასთან, მარიუპოლი და ვოლნავახა ბოლომდე დაბლოკილია.

დღეს მტერმა დონეცკის ოლქში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შენობა ააფეთქა. ზუსტად ის ადგილი, სადაც მარიუპოლელები ევაკუაციისთვის უნდა შეკრებილიყვნენ. ეს ტერორისტების მიერ მოწყობილი ტერორია. მსოფლიომ ეს უნდა იცოდეს და აღიაროს!

ჩვენ საქმე გვაქვს ტერორისტ სახელმწიფოსთან, თუმცა, რაც არ უნდა მოხდეს, მარიუპოლელების დასახმარებლად ყველაფერს გავაკეთებთ. ოკუპანტები ჩვენი ხალხის მოტყუებასა და გადაბირებას ცდილობენ, ბლოკავენ კავშირებს, ახდენენ ინფორმაციულ ვაკუუმს. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა მარიუპოლელებს ხმა მივაწვდინოთ და ვუთხრათ, რომ ქვეყანა მათ გვერდითაა. ძალიან გთხოვთ, თუ ვინმეს აქვს შესაძლებლობა, რომ მათ ხმა მიაწვდინოს, მიწეროს ან დაელაპარაკოს, აუხსენით სიმართლე და უთხარით, რომ უკრაინა მათ გვერდითაა.

რუსი პროპაგანდისტები დღეს გამოცოცხლდნენ და მათი არმიის მიერ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულის გადაფარვას შეეცადნენ. დანაშაული, რომელიც მარიუპოლის, დონბასის, ხარკოვის და ასობით ქალაქის მიმართ ჩაიდინეს. დაგვადანაშაულეს, თითქოს ქიმიურ იარაღს ვააქტიურებდით და ვირუსულ შეტევებს ვაპირებდით. ამის ძალიან მეშინია, რადგან თუ გინდა, რომ გაიგო, რას აპირებს რუსეთი, მოისმინე, რაში ადანაშაულებს სხვას.

რუსულ მედიასაშუალებებში მსგავსი ინფორმაციის გავრცელება მიანიშნებს, რომ ისინი ამის გამკეთებლები არიან. რუსული ჯარისა და სპეცსამსახურების ქმედებები მიუთითებს, რომ ისინი ამაზე წამსვლელები არიან. მსგავსი დანაშაული მათ ბევრ სხვა ქვეყანაში უკვე ჩაიდინეს. ამ დროს კი თვითონ ჩიოდნენ, აანონსებდნენ და უწევდნენ ორგანიზებას ამ დანაშაულებს. ამას ისინი კიდევ გააგრძელებენ. ისინი უნდა გავაჩეროთ. ყველას ახსოვს, როგორ წაართვეს მოლდოვას დნესტრისპირეთი, როგორ მოგლიჯეს საქართველოს აფხაზეთი და უკრაინას დონბასი და ყირიმი.

თვითონ მოდიან ჩვენს მიწაზე, თვითონ იტაცებენ მიწას, აგზავნიან წვევამდელებს საომრად, რომ მათი შეტევის ძალა გაიზარდოს და ამ დროს საკუთარ ერს სირცხვილის გამო ემალებიან. ამ ყველაფერში კი ისინი ჩვენ გვადანაშაულებენ. გვადანაშაულებენ, რომ მშვიდობისმოყვარე რუსეთს თავს დავესხით, ახლა კი მითხარით რას ნიშნავს ის, რომ ჩვენ ქიმიური იარაღის შექმნაში გვადანაშაულებს.

რუსებო, რა იყო, ქიმიური იარაღის გამოყენებას აპირებთ?! ამიაკი? ფოსფორი? კიდევ რა მოგვიმზადეთ?! სად აპირებთ ქიმიური იარაღით დარტყმას, მარიუპოლის სახლებზე? ხარკოვის ეკლესიებზე? საბავშვო საავადმყოფოებზე თუ იმ ლაბორატორიებზე, სადაც მეცნიერები მუშაობენ?! ჩვენ ადეკვატური ხალხი ვართ და მე ადეკვატური ქვეყნის პრეზიდენტი ვარ. ასევე, ორი შვილის მამა და არანაირი მასობრივი განადგურების ქიმიურ იარაღს ჩვენს ქვეყანაში არავინ ამზადებს, ეს ჩვენც ვიცით და თქვენც! და თუ მსგავს რამეს გააკეთებთ, უმკაცრეს სანქცირებულ პასუხს მიიღებთ!..

დღეს და ხვალ ევროპაში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე დისკუსიები გაიმართება. ვაცხადებ, რომ ჩვენმა ერმა, სახელმწიფომ და არმიამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენ იქ მიგვიპატიჟონ. ეს ევროპისთვის საბოლოო გამოცდაა. ევროპელ ლიდერებს შორის არიან ადამიანები, რომლებიც მხარს ჩვენ გვიჭერენ, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც მხარს მხოლოდ საკუთარ თავებს უჭერენ. თუმცა, ჩვენ ვხედავთ მთავარს – როგორ გვიჭერს მხარს ევროპის ქვეყნების მოსახლეობა და ამ ადამიანების ნება რომ იყოს, რომელ ქვეყანას აირჩევდნენ ევროკავშირში, დარწმუნებული ვარ, ისინი უკრაინას აირჩევდნენ.

დღეს, როდესაც ვხედავ თითოეული ევროპული ქვეყნის დედაქალაქში, ცენტრალურ მოედანზე შეკრებილ ათასობით ადამიანს და უკრაინის მხარდამჭერ აქციებს, მინდა გითხრათ, რომ ქვეყანა უკვე ევროკავშირშია! რაც შეეხება პოლიტიკოსებს, იმედი მაქვს, რომ ისინი რაც შეიძლება მალე გამოსწორდებიან.

დიდება უკრაინას! დიდება ჩვენს ჯარისკაცებს!”

 

თეგები: ზელენსკირუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია
ახალი ამბები

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია

14:31 07-21-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალი: პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი მე-8 სეზონზე ოთხი კონცერტით წარდგება

14:02 07-21-2026
ეპილაცია
ახალი ამბები

ალექსანდრიტი, დიოდი, თუ ნეოდიუმი? – მითები და სიმართლე ეპილაციის ტიპებზე

14:49 07-20-2026
თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად

14:01 07-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved