• რეკლამა
  • კონტაქტი
23:10, ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ევრონიუს ჯორჯიას” საგანგებო განცხადება

ალია ავტორი - ალია
01:07 01-10-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
336
ევრონიუს ჯორჯია განცხადებას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, ტელევიზია ახალ ფორმატზე გადადის:
ევრონიუს ჯორჯიამ მაუწყებლობა 2020 წელს დაიწყო და საქართველოს სატელევიზიო სივრცეში სწრაფად დაიმკვიდრა თავი როგორც მედიაპლურალიზმის, საერთაშორისო ახალი ამბებისა და ანალიზის ხელმისაწვდომმა პლატფორმამ.

5-წლიანი მაუწყებლობის განმავლობაში არხმა დაიმსახურა მაღალი რეპუტაცია ჟურნალისტური სტანდარტების და პროფესიონალიზმის თვალსაზრისით როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო შეფასებებში.

გრძელვადიანი განვითარების გეგმის ფარგლებში Euronews რეგულარულად ახდენს
სარედაქციო, საოპერაციო და ბიზნეს მოდელების გადახედვას, აუდიტორიის მოლოდინებთან, მომხმარებლის ინტერესებთან და საერთაშორისო მედიის განვითარების ფართო ტენდენციებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

შპს სილქ მედიაში ფინანსური მდგომარეობის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ საქართველოში სატელევიზიო სარეკლამო ბაზარზე არსებული ტენდენციების გათვალისწინებით, ტელევიზიის მოქმედი სამაუწყებლო მოდელი ვერ უზრუნველყოფს საკმარისი ფინანსური რესურსის გენერირებას, ტელევიზიის საოპერაციო ხარჯების და Euronews SA-სთან გაფორმებული ფრანშიზის ხელშეკრულების მიხედვით შესასრულებელი ფინანსური ვალდებულების დასაფარად.

ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, კომპანიის სტარტეგიული განვითარების ფარგლებში მიღებულია ტელევიზიის ახალ ფორმატზე გადასვლის გადაწყვეტილება.

განახლებული მოდელის ფარგლებში მთავარი აქცენტი გაკეთდება ქართული აუდიტორიისთვის ადაპტირებულ Euronews-ის მუდმივად განახლებად, მაღალი ხარისხის საერთაშორისო კონტენტზე.

ეს მიდგომა პირდაპირ პასუხობს აუდიტორიის ქცევის ცვლილებასა და მრავალპლატფორმიან ჩართულობას და ამავე დროს უზრუნველჰყოფს უფრო ეფექტურ და მომავალზე ორიენტირებულ სტრუქტურას.

ქართული სარედაქციო გუნდი აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას Euronews-ის სათაო ოფისთან, რათა ეს ევოლუცია განხორციელდეს Euronews-ის გლობალური სარედაქციო ხედვის, ღირებულებებისა და სტანდარტების შესაბამისად.

მიზანი კვლავაც უცვლელია – აუდიტორიისთვის სანდო, რელევანტური და ხელმისაწვდომი საერთაშორისო საინფორმაციო კონტენტის შეთავაზება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ

15:29 10-22-2026
Visa+ საქართველოში – თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ
ახალი ამბები

Visa+ საქართველოში – თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ

14:56 10-22-2026
თიბისი, ბიზნესებს, 70 000₾-მდე დაფინანსებას სთავაზობს, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით
ახალი ამბები

თიბისი, ბიზნესებს, 70 000₾-მდე დაფინანსებას სთავაზობს, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით

14:05 10-22-2026
არქი გრანდ ავენიუს დიდი ფასდაკლების დღემდე ორი დღე რჩება, პროექტის მიმართ ინტერესი ყველა მოლოდინს აჭარბებს
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს დიდი ფასდაკლების დღემდე ორი დღე რჩება, პროექტის მიმართ ინტერესი ყველა მოლოდინს აჭარბებს

08:01 10-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved