• რეკლამა
  • კონტაქტი
14:49, ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ევექსი” და “იმედი L” ეროვნულ ბანკს კანონის დარღვევას აიძულებენ”- რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
21:01 04-12-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
87

ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“ეს საცოდავი ეროვნული ბანკი ისევ ჩემი დასაცავი რომ გახდება?! არა და არაა ღირსი.

მიმდინარეობს საჯარო შეტევა ეროვნულ ბანკზე ქვეყანაში ყველაზე დიდი სამედიცინო ჰოლდინგის “საქართველოს სამედიცინო ჯგუფის”( “ევექსი”, “იმედი L”) მხრიდან. ეროვნულ ბანკს აიძულებენ, როგორც საბანკო სისტემის ზედამხედველს, დაარღვიოს კანონი და ერთ-ერთ კომერციულ ბანკს მისცეს უფლება გასცეს იმაზე მეტი ოდენობის სესხი, ვიდრე არსებული რეგულაციები ითვალისწინებს. იშველიებს რა კორონავირუსთან ბრძოლის საჭიროებას, ამ კომპანიას სურს საკუთარი ფინანსური პრობლემები მოაგვაროს სხვისთვის ( მათ შორის მეანაბრეებისათვის) პრობლემის შექმნის გზით.

საბანკო სისტემა თუ ჩამოიშალა, კორონავირუსი მონაგონი იქნება. იყო ამის რისკი და პირველი ნიშნები მაშინ გამოჩნდა, როდესაც ლარში განთავსებული დეპოზიტების გატანა დაიწყო ხალხმა. ეროვნულმა ბანკმა ინტერვენციებით ( თუმცა დაგვიანებულით) ჩააცხრო ეს პროცესი. მიუხედავად ამისა, ვითარება კვლავ სარისკოა. ხუთშაბათს, ეროვნულმა ბანკმა არნახული ოდენობის რეფინანსირების სესხი გასცა კომერციულ ბანკებზე, 3,3 მილიარდი ლარი, თითქმის ორჯერ მეტი, ვიდრე ორიოდე კვირის წინ. ეს იმას ნიშნავს, რომ დიდი მოთხოვნაა ლარზე, რაც ასევე შეიძლება ნიშნავდეს ან ლარების გატანის პროცესის გაგრძელებას ან მის კონვერტაციას დოლარებში. ეს უკანასკნელი კი უკვე ფასების ზრდისა და ლარის სტაბილურობის პრობლემას ნიშნავს.

ეროვნული ბანკის მიერ ზემოთმოყვანილი და სხვა ქმედებებით მაქსიმალურად იქნა შერბილებული კომერციულ ბანკებზე საზედამხედველო მოთხოვნები, ეკონომიკაში შექმნილი უკიდურესად კრიტიკული ვითარების გამო. ბეწვის ხიდზე გავდივართ ფაქტობრივად. ასეთ დროს ზეწოლა ეროვნულ ბანკზე ( და ეს იქნება მთავრობიდანაც ამ კომპანიის კავშირებიდან გამომდინარე) სარისკო სესხების გაცემის ნებართვის მოთხოვნით, ნიშნავს იმას, რომ სერიოზული რისკის ქვეშ დააყენო ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა.

ვნახოთ, ეყოფა თუ არა ეროვნულ ბანკს პრინციპულობა.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved