• რეკლამა
  • კონტაქტი
17:26, ორშაბათი, 3 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ გადაგვარჩინა ევაკუატორმა – 4 გოგოს თავგადასავალი ქალაქგარეთ

ალია ავტორი - ალია
16:23 08-03-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
ევაკუატორი
Facebook-ზე გაზიარება
118

პიკნიკზე წასულს, თუ თერმოსი გაგიფუჭდება და ცხელი ყავა დაგხვდება ნელ–თბილი, არაა მთლად სასიამოვნო, მაგრამ არც ტრაგედიაა, ნელ–თბილს დალევ, ან არ დალევ საერთოდ. ქალაქგარეთ თუ შარვლის ტოტი გაგეხევა,არაფერი საშინელი, პირიქით, მოდაშია მიხეულ–მოხეული ტანსაცმელი და ფეხსაცმელს თუ ქუსლი მოტყდა, უბრალოდ, მეორე ფეხსაცმელსაც რომ უნდა მოატეხო ქუსლი, ეგ უჩემოდაც კი გეცოდინება, ხომ? მაგრამ თუ პიკნიკზე მიდიხარ და მანქანა ფუჭდება – მთლიანად სწყდები სამყაროს და შეიძლება კი გინდა, როგორც ძველ ფილმებშია, მოვიდნენ კუნთმაგარი ბიჭები, დაგსვან ტახტრევანზე, შეუდგნენ ამ ტახტრევანს მხრებით და ციმციმ ჩაგიყვანონ ქალაქს, მაგრამ, ოცნებებში რომ არ დაგაღამდეს, გეტყვი, რომ ევაკუატორი ერთადერთი ხსნაა.

ქმარი რომ ამერიკიდან გიყიდის მანქანას, ეგ კი აღარაა უცნაური, უცნაური უკვე ისაა, საქართველოში მცხოვრები ქმარი რომ გიყიდის მანქანას, ამიტომ ქეთის ახალი მანქანა დიდად არ გაგვიკვირდა. ოღონდ, მართვის მოწმობა არ ჰქონდა და მანქანა კარგა ხანს იდგა „გაბანტული“. ქეთი ქერაა და რომ ამბობენ, რომ ქერა გოგოები 18–ჯერ გადიან გამოცდაზე მართვის მოწმობა რომ აიღონ, – ტყუილია. ჩვენი ქეთი პირიქით მოიქცა, 18 თვე ემზადა პრაქტიკულ მეცადინებაში და ერთი გასვლით ჩააბარა.

ახალ მართვის მოწმობას და რაღა ახალ და მაინც უხმარ მანქანას ‘დასველება“ უნდა. გოგოების ფართისთვის მოამზადა ქეთიმ ყველა ის კერძი რაც „შევუკვეთეთ“ და არ შევუკვეთეთ.  გადაწყდა – ჯერ, წამო, ქალაქგარეთ გავისეირნოთ, ცივი ყავა წავიღოთ თერმოსით და საღამოსკენ დავსხდეთ.

ვინც გაიფიქრებს, რომ ცივ ყავას გზადაც ვიყიდდით, ჩვენი ცივი ყავა სულ სხვაა, ყავის გრანულები, მეოთხედი კოვზი კაკაო, ცხელი წყალი ჭიქის მესამედში, ყინულები და ულაქტოზო რძე დამატებული. ასეთი ყავის პოვნა ქალაქში რთულია.

სადაც არ უნდა იარო, ყველგან უნდა იარო, არა? – ხოდა, ვიარეთ, გავცდით ქალაქს, მაინც მივდივართ, ხედების მეტი რა შეგვხვდა და უკეთესი გვინდა, თან მუსიკას ვუსმენთ, ვჭორაობთ, ვიცინით. მანქანა რომ გაჩერდა, ჯერ ხუმრობა გვეგონა, მერე ბოროტი ხუმრობა და ბოლოს ბედისწერასაც გადავწვდით. ოთხი გოგო უკაცრიელ ადგილას, ორი თერმოსით ყავა, 8 ერთჯერადი ჭიქა და ოთხი ტელეფონი, აქედან ორი ინტერნეტით, ორი – გარეშე. გადაწყდა, რომ თუ მგელი მოვა, იმ ორ ტელეფონს ვესვრით, რომელშიც ინტერნეტი არაა ჩართული. ასეთი ორი ტელეფონი გვაქვს და ანუ ორ მგელს გავუმკლავდებით, მესამეც რომ იყოს? და თუ დათვია?

– ნეტავ ზამთარი იყოს, ზამთარში დათვებს სძინავთ – დაიკვნესა ნატამ და ჩანთიდან ფერადი მარაო ამოიღო.

აჰა, ერთიც მარაო გვქონია. პრაქტიკულად შეიარაღებულნი ვართ და ეგაა.

ქეთიმ, მე 18 თვე ვიარე პრაქტიკულ მეცადინებაზე და მანქანის უკვე ყველაფერი ვიცი, ახლავე ვიპოვნი მიზეზს, რატომ ჩაქვრაო. ისეთი შემართებით იყო, რომ მიგვეშვა, დაშლიდა, მაგრამ რომ ვერ აეწყო უკან? – გადაწყდა, რომ მანქანას არ დავაშლევინებდით.

და მე მომივიდა გენიალური იდეა, დავსხდეთ, ყავა დავლიოთ, ბუნებით დავტკბეთ, ტვინიც გადაირთვება ცოტათი, და რამე აზრამდეც მივალთ. დავსხედით მართლაც, დავისხით ყავა და ჩავუჯექით ნატას პირად ცხოვრებას, იმიტომ რომ ახალი შეყვარებული მხოლოდ მაგას ჰყავს. არ გამოდგა ცუდი ბიჭი, მაგრამ ნატა სჯობს, ცხადია, რადგან ნატა ჩვენიანია და ის ბიჭი კიდევ, ჯერ ისევ ვიღაციანი.

– ვიდეოზარი? – წამოხტა ქეთი და დაურეკა ამერიკაში ქმარს, რატომღაც საბარგულიდან დაიწყო მანქანის ჩვენება, შემდგომ „კაპოტი“ ახადა. – კარგად მაჩვენე, შემახედე, მიანათე – უფრო და უფრო გაღიზიანებული უხდებოდა ხმა გოჩას, მაგრამ ალბათ, კავშირის ბრალია, მაინც ოკეანის გაღმიდან გვესაუბრება. კაპოტთან რომ დაიღალა ქეთი, ცოტა ხანი უნდა დავჯდეო და სალონში ჩამოჯდა. ქეთის სალონში ჩაჯდომა და უცნაური, განწირული ღრიალის ერთი იყო, და სანამ გავიაზრებდით, რა მხეცი მოგვიახლოვდა, ნატამ ის თავისი მარაო მოიმარჯვა, მე უინტერნეტო ტელეფონები, ეკამ მე გადავიღებ ვიდეოს, რომ შთამომავლობამ იცოდეს, სად და რატომ ვიხოცებითო. ამასობაში, ღრიალში სიტყვებს ვარჩევთ და რა მხეცი შეიძლება ადამიანის ენაზე საუბრობდეს?

– კაი, გოჩა, მერე დაგირეკავ – ვიდეოქოლს თიშავს ქეთი.

– საწვავი დამვიწყდებია – ჩვენ არ გვიყურებს, ისე ამბობს.

– თერმოსით საწვავი უნდა წამოგვეღო, ყავა კი არა, – „გონება ეხსნება“ ნატას.

– მე ვიცი, ტაქსს გამოვიძახებ და საწვავს დავაბარებ – წამოიყვირა ეკამ და ყველას ერთად მოგვეცა იმედი.

სანამ ტაქსი გამოიძახა, სანამ გააგებინა სად ვართ და რა გვინდა, სანამ მოდიოდა, ისე მოგვშივდა, რომ საბარგულიც კი ამოვქექეთ, იქნებ, ვინმეს ერთი ცალი შოკოლადი მაინც დარჩა?

მოვიდა ტაქსი, საწვავის გარეშე. რითი უნდა წამომეღო ვერ მივხვდიო, მაგრამ ეგ არაფერი, მე ახლა თქვენ დაგაბუქსირებთ და უცებ ჩაგარბენინებთ და ძაან ძვირსაც არ გამოგართმეევთო. პირველ 300 მეტრში ყველაფერი იყო იდეალურად. როგორც ისე, პირველ ჭიქა ალკოჰოლს რომ ლომივით სვამ და მეორეს – თაგვივით, პირველივე მოსახვევში, ჩვენი მანქანა ჯერ „დაკოჭლდა“, მერე გადაიხარა, დაიქუხა და მერე ცალ მხარეს, პირდაპირი გაგებით, დაეხეთქა მიწას. ნაკაწრები ნაკაწრებად, თხრილში ჩავარდნა – ჩავარდნად და ორი ბორბლის გახეთქვა – გახეთქვათ.

სამივემ ნატას მარაოსკენ გავიხედეთ, მაგრამ თავი გააქნია და ჩანთაში შეინახა. არადა, ჩავუფენდით ამ მარაოს, ჰა?

ზაფხულია, არც არაფერი გვაცვია ისეთი, რასაც გაიხდი და ჩაუფენ. იმ ტაქსმა კიდევ აღმუილა ცოტა ხანი მისი მანქანა, კიდევ მეტად ჩაგვფლა, კიდევ მეტად დაკაწრა ჩვენი ქეთოს ახალი მანქანა და უნდა წავიდე, მაინც ვერაფერს გიკეთებთ აქ და გამოძახება მაქვსო, – განაცხადა. თანხის გადახდისას, სამივემ სხვა მიმართულებით გავიხედეთ და ეკა მიხვდა, რომ ანდაზა, ვინც მოკლა, იმან უნდა გადაათრიოს, – მასზეა და მხოლოდ ამოიოხრა.

უკვე ღამდება. არც გვცხელა, მაგრამ, გვშია, გვწყურია და უკვე გვეშინია.

– უი, ხელოვნური ინტელექტი – დაიყვირა ეკამ და მართლაც მივწერეთ – ჩავრჩით ქალაქგარეთ, გაფუჭდა მანქანა, გვშია, გვეშინია, ღამდება. 4 გოგო ვართ. რა ვქნათ?

მოგვწერა ვრცელი ინსტრუქცია და ერთხმად გადაწყდა, რომ ნაბიჯ–ნაბიჯ მივყვეთ, რადგან ეკამ თქვა, მე რომ სარეცხი მანქანა გამიფუჭდა, მაშინაც ასე ნაბიჯ–ნაბიჯ მივყევიო და კი ვერ გაკეთდა ეკას მანქანა, მაგრამ პრინციპი ხომ ერთი იქნება?

  1. ჩასხედით მანქანაში – ჩავსხედით.
  2. დაკეტეთ კარები და აწიეთ ფანჯრები – ჩავირაზეთ სამი გოჭივით იმ ცნობილი ზღაპრიდან და კიდევ უფრო გამძაფრდა მგლის შიში.
  3. ჩართეთ ავარიული ციმციმები – ხოო…
  4. დაზოგეთ ტელეფონის ენერგია, აარჩიეთ ერთი ტელეფონი და დანარჩენი გამორთეთ, რათა ენერგია დაიზოგოს. ქეთიმ გოჩას მიწერა, რომ ხელოვნური ინტელექტის რჩევით, ვეღარ უპასუხებს.
  5. ჩაუგდეთ ლაივ ლოკაცია ოჯახის წევრებს. ჩავუგდე ჩემს შვილს, პოლონეთში. დამიგულა და კარგი დროსტარებაო, – მომწერა. მტერს და ავს, ახლა რომ მე ვერთობი, მაგრამ მეც დავუგულე.
  6. ჩაიცვით თბილად, დასხედით მჭიდროდ, სხეულის სითბო დაგეხმარებათ – ეტყობა უნდა გვეთქვა მაგისთვის, რომ ივლისია – ამოიკვნესა ქეთიმ და ნატას მარაოს მოუშვირა ცხვირი.
  7. მანქანაში რაც გაქვთ წასახემსებელი, გადაინაწილეთ 4 ულუფად – მარაო არ იჭმევა – დააკონკრეტა ნატამ.
  8. არ გაუღოთ კარი უცხო პირებს – ოჰ, იყვნენ უცხო პირები და არ გადავხტეთ მანქანიდან?
  9. დაურეკეთ სადაზღვევოს – ქეთის გადავხედეთ და კი, საყოველთაო დაზღვევა მაქვს უბნის პოლიკლინიკაში და გამოდგებაო?
  10. მოძებნეთ კერძო ევაკუატორი – კითხულობს ეკა და ნატამ, როგორ, სახელმწიფო ევაკუატორიც არსებობსო?

რა სახელმწიფო და კერძო, ევაკუატორი როგორ არ გაგვახსენდა აქამდე?

– მე უცხო ევაკუატორს ვერ გავყვები – თქვა ეკამ და მოგვიწია გვეპასუხა, რომ ის იქნებოდა წასახემსებელი და სამ ულუფად გავიყოფდით.

ხო, ხელოვნურმა ინტელექტმა ბონუსად კიდევ ერთი რჩევა მოაყოლა, ევაკუატორიც დაგუგლეთ ქართული ასოებით და ლათინურადაც ჩაწერეთო – evakuatori

ჩავწერეთ და მთელი საიტი აღმოვაჩინთ, ევაკუატორის მძღოლების განცხადებებით და კომენტარებით, სად გინდა, როდის გინდა, როგორი გინდა, რამდენად გინდა, რა დროში გინდა – ყველა ტიპის და ყველანაირი მომსახურება ყოფილა ხელმისაწვდომი და თანაც ერთ ადგილას ყველა.

– მოდი, კომენტარები წავიკითხოთო, ქეთიმ და ლინკი ჩავუგდე, სახლში ჩაუჯდეს და წაიკითხოს, რა დროს კომენტარებია ახლა. იყოს უხეში, იყოს უკონტაქტო, უცხოპლანეტელი იყოს, თუ გინდა, ოღონდაც ევაკუატორით მოვიდეს.

პირველ ზარზე ჩვენ არ გაგვიმართლა, იმიტომ რომ უკვე სხვას გაუმართლა, გამართლებაც დასწრებაზეა – ბათუმიდან მომაქვს ახლა მანქანა თბილისში ევაკუატორით და სწრაფად ვერ მოვალო.

მეორე ზარზე გაგვიმართლა, მოვალო, მაგრამ ცოტა არ იყოს გვეძვირა ფასი და ის ფრაზა ვუთხარით, – მიმართეთ პრესცენტრს კი არადა, ლაშას მამის გასვენებაში ვართ და გადმოგირეკავთ,

მესამე ზარზე გავიფიქრეთ, რომ ეს ბიჭი ინტრიგანია, იმდენი კითხვა დასვა, რა მანქანააო, რა მდგომარეობაშიაო, საჭე ხომ არაა გაჭედილიო, თუ რაღაცა, ვუთხარით რომ მდგომარეობა ასეთია – ნაკაწრები აქვს მანქანას და რატომღაც გაეცინა, კიდევ ის გვკითხა, ელექტრო მანქანა ხომ არააო და რა შუაში ყოფილა და გადატანის თავისი წესები ჰქონია, რათა აალების საფრთხე იქნეს აცილებული, ყველაზე ადვილად აალებადი ყოფილა. მოკლედ, ყველა დეტალი რომ გამოგვკითხა და კიო, მოვალო და ეკამ ჩასძახა, ან სული და ან ერთი ცალი შოკოლადიო.

აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა მანქანას, სხვადასხვა ადგილიდან, სხვადასხვა მდგომარეობაში მყოფს, სხვადასხვანაირი ევაკუტორი და უსაფრთხოების სხვადასხვანაირი წესები ჰქონია. ასე არ ყოფილა, რომ მოვა ევაკუატორი, გაიდებს „მხარზე“ და წაიღებს. მეტიც, ზოგი ადგილიდან, ზოგი ტიპის ევაკუატორს სულაც ვერ ამოაქვს, თურმე, მანქანა, გზის სივიწროვის გამო, ამიტომ ინტრიგანი კი არა, პროფესიონალი ყოფილა და იმიტომ გვეკითხებოდა, რომ გაეგო, როგორი მანქანი მოსულიყო.

ჩვენი ლურჯა ისე სათუთად მოათავსა და სწრაფად, მოშიებაც ვერ მოვასწარით, იქნებ, იმიტომ რომ უკვე გვშიოდა და ქალაქში როგორც კი შემოვედით, შევაჩერებინეთ და თონის ცხელი პურები ვიყიდეთ, ნატამ ჩემი დიეტაო და მერე მარაოს ქვემოდან შეითრია ნახევარი ლავაში.

– შემდეგ წელს, პირდაპირ ევაკუატორს გიყიდი, ქეთო და იმით იარე ხოლმე – მოგვაწია მესიჯი ოკეანის გაღმიდან გოჩამ.

– არაა ურიგო აზრიო, ევაკუატორის მძღოლმა, დადებთ ასე თქენც ჩემსავით განცხადებას იმავე საიტზე და საქმე და ფული არ გამოგელევათო.

ახლა ნავთობი გვაქვს საპოვნელი, მერე საკუთარი ნავთობგადამამუშევებელი ასაშენებლი და ეგაა.

კარგ ზაფხულს, საინტერესო, სახალისო თავგადასავლებს გისურვებთ ყველას და დაე, აღარავის “დაესველებინოს” მანქანა ასე, ჩვენსავით.

პ.ს.

დაწერე კომენტარებში შენი ისტორია.

(R)

თეგები: ევაკუატორი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ევაკუატორი
ახალი ამბები

როგორ გადაგვარჩინა ევაკუატორმა – 4 გოგოს თავგადასავალი ქალაქგარეთ

16:23 08-03-2026
ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!
ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 08-01-2026
“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:57 07-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved