• რეკლამა
  • კონტაქტი
17:21, სამშაბათი, 2 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეუბნებოდა, რომ თუ „აზოვსტალი“ დაეცემოდა, ისიც დაიღუპებოდა… აღარც შიში ჰქონდა, მარტო სიბრაზე და სიძულვილი“ – რას ჰყვებიან ტატო ბიგვავას ახლობლები

ალია ავტორი - ალია
17:43 05-12-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
249

რადიო თავისუფლება აქვეყნებს მასალას, აზოვსტალში“ დაღუპული ქართველი მებრძოლის შესახებ. 

„ჯერ არ მოვმკვდარვარ…ხომ ხედავთ, ვიბრძვი, ვიბრძვი, კვლავ ვიბრძვი და არ გნებდებით და ამ ბრძოლაში ამომდის სული“… „აზოვსტალში“ დაღუპულმა 27 წლის ტატო ბიგვავამ, ედმონ როსტანის პიესის „სირანო დე ბერჟერაკის“ ეს ნაწყვეტი „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე, სიკვდილამდე ორი დღით ადრე, 6 მაისს გამოაქვეყნა.

8 მაისს, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე, იქ სადაც „აზოვის“ ბატალიონის 60 მებრძოლი აფარებდა თავს, ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბი ჩამოვარდა. ტატო 18 თანამებრძოლთან ერთად ნანგრევებში მოყვა. მისი ცხედარი ნანგრევებიდან 9 მაისს ამოასვენეს.

ტელმან (ტატო) ბიგვავა 1995 წელს, უკრაინაში დაიბადა. დედა, ნანა მამარდაშვილი სოხუმელია. მამა, ბადრი ბიგვავა ზუგდიდიდანაა. 10 თვის იყო ანუკი, ტატოს და, როცა, 1993 წელს, აფხაზეთის ომის შემდეგ, ოჯახი უკრაინაში გადავიდა საცხოვრებლად:

„მამამ კიევში დაამთავრა საავიაციო სასწავლებელი. უკრაინაში საკუთარი ბიზნესი წამოიწყო და ამიტომ გადაწყვიტეს უკრაინაში გადმოსვლაც. კავშირი საქართველოსთან არასდროს გაგვიწყვიტავს. ყოველ ზაფხულს ჩამოვდიოდით საქართველოში. ჩემი ძმა უკრაინაში დაიბადა, უკრაინის მოქალაქე იყო, მაგრამ იცოდა, რომ მისი სამშობლო უკრაინასთან ერთად, საქართველო იყო. ომში უკრაინის დროშასთან ერთად, საქართველოს დროშაც თან ჰქონდა. ძალიან უყვარდა აქაურობა, კავშირი არასდროს გაუწყვიტავს თავის ფესვებთან. ტანზე ჰქონდა ამოსვირინგებული ქართული ვაზი და ბორჯღალი“, – გვიყვება ანუკი ბიგვავა.

19 წლის იყო ტატო, როცა 2014 წელს, ევრომაიდნის მოვლენების, რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის შედეგად ყირიმის ანექსიისა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ნაწილის ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად გამოცხადების შემდეგ, მან და მისმა საუკეთესო მეგობარმა რომამ, უკრაინის საზღვაო ქვეითთა და ჯარისკაცთა პოლკ „აზოვში“ გაწევრიანება გადაწყვიტეს.

ანუკი, ტატოს და, იმ პერიოდში უკვე საქართველოში ცხოვრობდა:

„დედაც ჩემთან ერთად იყო. ტატო ჩამოვიდა და გვითხრა, რომ „აზოვის“ ბატალიონში აპირებდა გაწევრიანებას. მახსოვს, ძალიან მძაფრი რეაქცია გვქონდა. ყველამ ვიცით, რას ნიშნავს ჯარისკაცის ოჯახის წევრობა. არავინ იცის, სად დაეწევა სიკვდილი. არ დაგვღუპო-მეთქი, ვთხოვდი, მშობლები ვერ გადაიტანენ, რამე რომ დაგემართოს-მეთქი, მაგრამ უარი მითხრა. ეს ჩემი გადაწყვეტილებაა და ეცით ამ გადაწყვეტილებას პატივიო“.

ტატო ბიგვავა
ტატო ბიგვავა

ერთწლიანი სწავლების შემდეგ, 2015 წელს, ტატო „აზოვის“ პოლკის მებრძოლი გახდა. მშობლებთან, დნეპრში ჩასვლას, იშვიათად ახერხებდა:

„მთელი ეს წლები ასე იცხოვრეს. მარიუპოლიდან დნეპრში თვეში ერთხელ, შაბათ-კვირას ჩადიოდა მათ სანახავად. სულ მის მოლოდინში იყვნენ. მასთან შეხვედრის იმედით ცხოვრობდნენ. ჩემმა მშობლებმა ტატო ბოლოს თებერვლის დასაწყისში ნახეს. ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე. დედას დაბადების დღე იყო და ტატო ერთი კვირით ჩავიდა მათთან. მე უკანასკნელად სამი წლის წინ ვნახე ჩემი ძმა. როცა შვილთან ერთად ჩავედი უკრაინაში“.

2019 წელს, ტატოს მეგობარი და თანამებრძოლი, რომა რომანენკო, ნაღმზე აფეთქდა და დაიღუპა:

„ყველამ ძალიან განვიცადეთ მისი სიკვდილი და კიდევ უფრო მეტი შიში გაგვიჩნდა, რომ ჩემს ძმასაც იგივე ბედი ელოდა. ვეხვეწებოდით, რომ წამოსულიყო, მაგრამ უარი გვითხრა. გვიმეორებდა, ახლა მის ნაცვლადაც უნდა ვიბრძოლოო“.

ტატო ბიგვავა და რომა რომანენკო
ტატო ბიგვავა და რომა რომანენკო

„ნორმალურად“ – ერთი სიტყვით პასუხობდა ხოლმე ტატო „ტელეგრამში“ ანუკის შეკითხვას „როგორ ხარ?“. არასდროს მიუწერია ოჯახის წევრებისთვის, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. ამის შესახებ მხოლოდ შეყვარებულს გაუმხილა:

„მისწერა, რომ სავარაუდოდ, ცოცხალი ვეღარ დაბრუნდებოდა. ამზადებდა, რომ ის მოკვდებოდა. ეუბნებოდა, რომ თუ „აზოვსტალი“ დაეცემოდა, 99% ისიც დაიღუპებოდა. სწერდა, რომ აღარც შიში ჰქონდა, აღარც სხვა ემოცია, მარტო სიბრაზე და სიძულვილი“.

ანუკი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ოჯახი ტატოს ცხედარს დაიბრუნებს, მას, სავარაუდოდ, საქართველოში გადმოასვენებენ და აქ დაკრძალავენ:

„ჩემი მშობლები ამაყები არიან. ეს მისი არჩევანი იყო და ის გმირულად დაიღუპა. ახლა ცდილობენ, რომ როგორმე გამოასვენონ მისი ცხედარი მარიუპოლიდან, რომ უკვალოდ არ დაიკარგოს ტატოს ბრძოლა და მისი სახელი ისტორიას დარჩეს“.

27 წლის ტელმან (ტატო) ბიგვავა კაპიტნის წოდებას ატარებდა. ერთი თვის წინ ის პრეზიდენტმა ზელენსკიმ ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისთვის ორდენით დააჯილდოვა.

მასალა სრულად – რადიო თავისუფლება

 

 

თეგები: აზოვის პოლკიმარიუპოლირუსეთ-უკრაინის ომიტატო ბიგვავაყირიმი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

თიბისი საერთაშორისო ფორუმის – Global Banking & Markets CEE, Central Asia & Türkiye 2025 – სპონსორი იყო
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ფორუმის – Global Banking & Markets CEE, Central Asia & Türkiye 2025 – სპონსორი იყო

16:21 12-02-2025
თიბისის მხარდაჭერით, უძრავი ქონების გამოფენის ფარგლებში კონფერენცია გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, უძრავი ქონების გამოფენის ფარგლებში კონფერენცია გაიმართება

15:46 12-02-2025
თიბისიმ გაეროს გლობალური შეთანხმების სამი ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გაეროს გლობალური შეთანხმების სამი ჯილდო მოიპოვა

14:31 12-02-2025
შეძლებ იმასაც, რაც არავის გაუკეთებია – მთავარია გჯეროდეს! – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ იმასაც, რაც არავის გაუკეთებია – მთავარია გჯეროდეს! – თიბისი

11:23 12-02-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved