ფოტო – CNN
გასულ კვირას ევროკომისიამ გამოაქვეყნა გეგმა “დაზოგე გაზი უსაფრთხო ზამთრისთვის”, რომელიც 27 წევრ სახელმწიფოს სთხოვდა გაზზე მოთხოვნა 15%-ით შეემცირებინათ მომავალი წლის აგვისტოდან მარტამდე.
ენერგომომარაგების საკითხთან დაკავშირებით, ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები ბრიუსელში დღეს შეიკრიბნენ.
ცნობილი ხდება, რომ ევროკავშირის მინისტრებმა გაზის მოთხოვნის შემცირებაზე პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიეს. ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს ჩეხეთის თავმჯდომარეობა ავრცელებს: “ეს არ იყო შეუძლებელი მისია”, – წერია განცხადებაში.
კომენტარები