• რეკლამა
  • კონტაქტი
00:26, ხუთშაბათი, 16 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ეჭვი პუტინის შეურაცხადობაზე, უკვე ოფიციალურ ვერსიად იქცა და ჩამოყალიბდა“ – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
00:37 03-02-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
86

აშშ-ში მცხოვრები ზურაბ გურული:

„ძალიან მძიმე დღე ჰქონდა პრეზიდენტ ზელენსკის. ამას მოწმობდა მისი გაფითრებული, უძინარი, შეშუპებული სახე და ნერვული, მკვეთრი მიმიკები CNN-ის კორესპოდენტთან საუბრისას. უმძიმესი გადაწყვეტილებები აქვს მისაღები ამ დღეებში და კარგად აცნობიერებს პასუხისმგებლობის გამანადგურებელ სიმძიმეს.
მიუხედავად უზარმაზარი მატერიალური და მორალური დახმარებისა, უკრაინა მაინც მარტო ებრძვის მტერს. ეს არის ფაქტი. და ამ ბრძოლაში მათ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი შეიძლება ჰქონდეთ.
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მოსკოვის განყოფილების ყოფილი შეფის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოთქმული ეჭვი პუტინის შეურაცხადობაზე, უკვე ოფიციალურ ვერსიად იქცა და ჩამოყალიბდა. ამერიკული დაზვერვის თანამშრომლები კარგად განსაზღვრული ინტერვალებით ერთმანეთის მიყოლებით ჩნდებიან CNN-ის ეკრანზე და ღია ტექსტით მიმართავენ რუს კოლეგებს, რომ მათმა შეფმა გარეკა და სჯობს დროზე დააოკონ, სანამ მოვლენები შეუქცევადი გახდება.
წარმოუდგენელი ფსიქოლოგიური და მორალური სტრესის ქვეშ არის ამჟამად ამერიკის პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია. ნებით თუ უნებლიეთ, ისინი უკვე შეყვნენ თამაშში შეშლილ მონსტრს და ახლა უწევთ მისი წესებისათვის ანგარიშის გაწევა. დილემა ასეთია: უკრაინას ვერ დატოვებენ დახმარებისა და მხარდაჭერის გარეშე, ეს აქსიომაა; მაგრამ არ იციან სად გადის ის წითელი ხაზი, რომლის გადალახვის შემდეგ პუტინი ბირთვულ კარტს გადმოაგდებს. თუ უკრაინამ მკვეთრი უპირატესობა მოიპოვა და პლანეტარული მასშტაბით გაამასხრა რუსული სამხედრო მანქანა, გაცოფებული პუტინი არაფერზე დაიხევს უკან. თუ უკრაინა დამარცხებისაკენ წავიდა და ამერიკა ჩაერია თუნდაც უკრაინის საჰაერო სივრცის გადახურვით, რასაც ასე სასოწარკვეთით ითხოვს ზელენსკი და რაზეც ბაიდენი მკვეთრ უარს აცხადებს ამჟამად, პუტინი ალბათ შეასრულებს თავის დანაქადნებს. იქმნება ერთგვარი ცუგცვანგი, როდესაც ყველა შემდგომი სვლა წამგებიანი შეიძლება გამოდგეს.
ყველაზე ოპტიმალური ალბათ საომარი მოქმედებების შეჩერება იქნება, მაგრამ პუტინი ამ შემთხვევაში პრაქტიკულად არაფერს დათმობს და ზელენსკის საბედისწერო დილემის წინაშე მოუწევს დადგომა, რადგან რუსების მიერ შემოთავაზებული ნებისმიერი წინადადება იქნება შეურაცხმყოფელი და ახლო პერსპექტივაში დამანგრეველი უკრაინისათვის. სწორედ აქ მოუწევს ამერიკას და დასავლურ კოალიციას ზელენსკის დარწმუნება და ამისათვის ალბათ წარმოუდგენლად მომხიბლავ დაპირებებს გასცემენ. უკრაინის პრეზიდენტის არჩევანი იქნება მსოფლიოსათვის ბირთვული კატასტროფის თავიდან აცილებასა და უკრაინის ეროვნული ინტერესების ნაწილობრივ დათმობას შორის. რამდენად შეძლებს იგი უკვე ადუღებული თანამემამულეების დარწმუნებას? რამდენს გაუძლებენ კიდევ უკრაინელები? მზად არიან ბოლომდე იბრძოლონ და კიდევ ბევრი მსხვერპლი გაიღონ? შეძლებს თუ არა ამ დილემის შესაბამის ახსნას პრეზიდენტი ზელენსკი თავისი ხალხისათვის ისე, რომ მათი პატრიოტული გრძნობები არ შეურაცხყოს? ეს არავინ იცის. არც ამერიკის ყოვლისმცოდნე დაზვერვამ.
პრეზიდენტ ზელენსკის ნებისმიერი მოქმედების გაკრიტიკება ამორალობაა დღეს. ამას მხოლოდ ის ჩაიდენს, ვის გონებასაც უბრალოდ არ შეუძლია გაიაზროს ის კოლოსალური სტრესი, რომელსაც განიცდის ამჟამად უკრაინის პრეზიდენტი.
სამწუხაროა, რომ საქართველოს ოფიციალურ წარმომადგენლობას არ შეუძლია ისე გათვალოს თავისი მოქმედებები, არც საშინელ განსაცდელში ჩავარდნილი უკრაინა შეურაცხყოს და არც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეები. ინტელექტის ნაკლებობის ბრალია ეს, ღირსების, ურთიერთპატივისცემის არარსებობის, თუ ყველაფრის ერთად, ეს თავად განსაჯეთ, საკუთარ გონებაში.
პრინციპში, ამჟამად ზუსტად იმ განზომილებაში აღმოვჩნდით მსოფლიოს მასშტაბით, რომელიც ნათლად იყო განსაზღვრული მმართველი პარტიის 2012 წლის წინასაარჩევნო ბუკლეტის საგარეო პოლიტიკური დოქტრინით. თუ არ წაგიკითხავთ, ან წაიკითხეთ და ვერ გაიგეთ, ან უბრალოდ, იგნორირება გაუკეთეთ, ეს მმართველი პარტიის დანაშაულს არ წარმოადგენს; საკუთარ თავში ეძებეთ პასუხები.“
თეგები: ზურაბ გურული

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

სისხლის სამართლის ადვოკატი მარიამ ჭყონია – რთული საქმეების დაცვის სტრატეგია

14:50 04-15-2026
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
ახალი ამბები

PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში

13:19 04-15-2026
როგორ უნდა გაზარდო ბინის დღიურად გაქირავება 50 პროცენტით – პროფესიული ხრიკები
ახალი ამბები

როგორ უნდა გაზარდო ბინის დღიურად გაქირავება 50 პროცენტით – პროფესიული ხრიკები

21:00 04-13-2026
კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?
ახალი ამბები

კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?

16:09 04-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved