• რეკლამა
  • კონტაქტი
02:07, კვირა, 15 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა ამის ნაწილი არ ვიქნებით” – ბოიკოტი ეუთოს სამიტს

ალია ავტორი - ალია
14:14 11-29-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
206

რატომ უნდა გავფრინდე სკოპიეში „ევროპის უსაფრთხოების განხილვაზე“ იმ ადამიანთან ერთად, რომელსაც არ უნდა ჰქონდეს ფრენის უფლება დემოკრატიულ ქვეყნებში, თუ ის არ მიდის ჰააგაში.? – წერს ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი ეუთოს სამიტთან დაკავშირებით, რომელსაც ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ბოიკოტი გამოუცხადეს, რადგან სამიტს ლავროვი დაესწრება.

ლიეტუვას, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები ერთობლივ განცხადებასაც ავრცელებენ:

“ვწუხვართ იმ გადაწყვეტილების მიღების გამო, რომელიც საშუალებას მისცემს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვს პირადად მიიღოს მონაწილეობა სკოპიეში ეუთოს მინისტრთა საბჭოს 30-ე სესიაზე. ეს რუსეთს მხოლოდ პროპაგანდის კიდევ ერთ შესაძლებლობას მისცემს. სერგეი ლავროვის დასწრება ეუთოს მინისტრთა საბჭოზე ასევე ქმნის აგრესორი რუსეთის, როგორც თავისუფალი ერების საზოგადოების სრულუფლებიანი წევრის ლეგიტიმაციის, რუსეთის მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაულების მასშტაბის შემცირების და რუსეთის მიერ ეუთო-ს ფუნდამენტურ პრინციპებისა და ვალდებულებების უხეშ დარღვევასთან და უპატივცემულობასთან შეგუების რისკს. ჩვენ, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის მინისტრები, ამის ნაწილი არ ვიქნებით და არ გავიზიარებთ პასუხისმგებლობას ამის შედეგებზე”, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

სამიტს ბოიკოტს უცხადებს უკრაინაც. სამაგიეროდ სკოპიეში ჩავა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და ლავროვთან ერთად დაესწრება მას.

ეუთოს სამიტი 30 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით ჩრდილოეთ მაკედონიაში, სკოპიეში გაიმართება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება

14:41 11-13-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ

18:11 11-13-2026
ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
ახალი ამბები

ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!

14:51 11-13-2026
საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved