• რეკლამა
  • კონტაქტი
23:36, ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ესენი სააკაშვილის დროს ბუჩქებში იჯდნენ და იმას ულოკავდნენ ერთ ადგილს, დღეს ამ ხელისუფლებას ულოკავენ და ემზადებიან, შემდეგი რომ მოვა, იმას აულოკონ“ – გია ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
17:58 11-14-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
128

ლევან ჯავახიშვილი, „ალია“

„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, გია ხუხაშვილი:

– ბევრი შეცდომა დაუშვა ხელისუფლებამ, იგრძნობა მართლმსაჯულების პოლიტიზირება. იუსტიციის მინისტრმა დასვა კითხვა, განმიმარტონ, როგორ არის სააკაშვილი პოლიტპატიმარი, რას გულისხმობენ, როდესაც ის კონკრეტულ დანაშულებშია მსჯავრდებულიო. მოკლედ, დამნაშვეა და პოლიტპატიმარი როგორ შეიძლება იყოსო. პოლიტპატიმრის სტატუსი იმისდა მიხედვით კი არ მიენიჭება ადამიანს, ის დამნაშავეა თუ არა. პოლიტპატიმრის სტატუსი ნიშნავს, რომ პიროვნების, თუნდაც დამნაშვის მიმართ, ხელისუფლების მხრიდან იგრძნობა  პოლიტიკური მართლმსაჯულების ინტერესი და ხორციელდება ეს ინტერესი. ამ შემთხვევაში  ადამიანი ითვლება პოლიტპატიმრად. ამ გაგებით, რა თქმა უნდა, სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი. ხელისუფლებას ეშლება და არც ესმის, რა განსხვავებაა პოლიტპატიმარსა და სინდისის პატიმარს შორის. ის, რასაც ხელისუფლება გულისხმობს სააკაშვილთან დაკავშირებით, ეს სინდისის პატიმარია. ამ ორ ცნებას ერთმანეთში ურევენ. იმიტომ არ ესმით, რომ არ იციან, მეტი არაფერი. არ იციან, არ განუცდიათ, არ შეხებიათ არასოდეს. წინა ხელისუფლებამ  პოლიტპატიმრებით რომ გაავსო ციხეები, დღევანდელი ხელისუფლების ლიდერები, ან სახლებში ისხდნენ და თავს არ ჰყოფდნენ გარეთ, ან „ნაციონალების“ სამსახურში იყვნენ. ვინც ახალგაზრდები არიან და მათ, უბრალოდ, არ იციან… არ სმენიათ საბჭოთა და სხვა  დისიდენტების შესახებ. სააკაშვილის დროს ბუჩქებში იჯდნენ და იმას ულოკავდნენ ერთ ადგილს. დღეს ამ ხელისუფლებას ულოკავენ და ემზადებიან, შემდეგი რომ მოვა, იმას აულოკონ. ეს ხალხი გვყავს ხელისუფლებაში და ეს ხალხი იღებს გადაწყვეტლებებს, სამწუხაროდ.

თეგები: გია ხუხაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved