პრეზიდნეტის ყოფილმა მრჩეველმა, ექსპერტმა ვანო მაჭავარიანმა “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა:
„ქართულ ოცნებას“ ახასიათებს წაყრუების პოლიტიკა. მიაჩნიათ, რომ თუ ყურადღებას არ მიაქცევენ, ეს პრობლემა გადაივლის და ჩვენი საერთაშრისო პარტნიორებისთვის საინტერესო აღარ იქნება. ცეცხლს ეთამაშება „ქართული ოცნება“ მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ძალაუფლება არ დაკარგოს და ოპოზიციას არ ჰქონდეს შესაძლებლობა, რაიმე ფორმით მმართველობაში თავისი ადგილი იპოვოს. დღეს მსოფლიო შეიცვალა და პირველ რიგში, შეცვლილია აშშ-ის ადმინისტრაცია, ჯო ბაიდენი და მისი ადმინისტრაცია, რომელიც უშუალოდ იცნობს საქართველოს პრობლემატიკას და რუსულ გავლენას საქართველოში და რუსული ინტერესების გატარებას რეალურ საფრთხედ მიიჩნევს. ესაა ის, რაც „ქართულ ოცნებას“ უბრალოდ გამორჩა ან არ უნდა ამის აღქმა. ამიტომ, ვფიქრობ, სანამ დროა, მიუხედავად იმისა, რომ მათ მოუწოდებდნენ, რომ ეს შეცდომა არ დაეშვათ, უნდა იპოვონ დიალოგის შესაძლებლობა და მათი მეშვეობით მოხდეს შეთანხმების მიღეწევა. ესაა, რასაც ჩვენგან ელოდებიან და არა კომფრონტაციას და დაჭერას. „ქართულ ოცნებას“ შესაძლებლობები შეზღუდული აქვს, შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად ნულზეა, ამიტომ უნდა გამოფხიზლდნენ, რომ ქვეყანას იმაზე მეტი ზიანი არ მიაყენონ, ვიდრე უკვე აქვს მიყენებული. არ აღმოჩნდეს ქვეყანა სანქცირებული და არ აღმოჩნდეს ფაქტის წინაშე, რომ შეუჩერდება ევროკავშირის, აშშ-ის დახმარება, მხარდაჭერა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები, ეს კატასტროფაა ქვეყნისთვის, რომელსაც „ქართული ოცნების“ ქორები, რადიკალური ფრთა ვერ აცნობიერებს.
„ქართული ოცნებისთვის“, როგორც ჩანს, ეს არ არის მნიშვნელოვანი და მიაჩნიათ, რომ ვინც საქართველოზე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპაში ზრუნავს და ეხმარება საქართველოს ევროატლანტიკური განვითარების გზაზე, მათი აზრი არის მიკერძოებული ან უმნიშვნელო და მხოლოდ და მხოლოდ მათ მხარესაა სიმართლე, რაც ავტორიტარული, არადემოკრატიული მმართველობისთვისაა დამახასიათებელი, ესაა შედეგი ერთპიროვნული მმართველობისა, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ მიაღწია და რომლის მიხედვითაც მხოლოდ მას აქვს უფლება ილაპარაკოს და მის მხარესაა სიმართლე და დანარჩენი, იქნება ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, მტრები არიან. ესაა ძალიან დიდი შეცდომა და ძალიან ძვირად დაუჯდება ქვეყანას“
კომენტარები