პოლიტიკოსი, ლევან გოგიჩაიშვილი, “ტვ პირველთან” ამბობს:
“რაც არის დამახასიათებელი ივანიშვილისთვის, ამ რეჟიმის ხელმძღვანელისთვის, ის ადოკუმენტირებს ყველა ინფორმაციას, კომპრომატებს, ნებისმიერი ადამიანის წინააღმდეგ, დოკუმენტირებულია და თუ ეს დოკუმენტაცია აქვს ჩავარდნილი ხელში გოგაშვილს, ეს იქნება სერიოზული, დიდი მასალა, ივანიშვილის რეჟიმის გასასამართლებლად.
ბოლოს როგორც ის იქცევა, რაც მან უქნა ამ ქვეყანას და ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკას, მისი საგარეო პოლიტიკის კრახი, ეს არის უპატიებელი, მიათრევს ამ ქვეყანას თავისი სიბინძურით ტროლებით, მოქრთამვით, ბიზნესმენებით, რომლებიც შავ ყულაბას ქმნიან და ამით ფინანსდება ყველანაირი სიბინურე, ხლეჩენ საზოგადოებას, ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში, როცა ჩვენი კეთილდღეობის, პოლიტიკურად გარღვევის მომავალი სასწორზეა, ცდილობენ უკან წაათრიონ ეს ქვეყანა რუსეთის გავლენის ქვეშ. ეს არის უპატიებელი. ყველაფერზე შეიძლებოდა მოლაპარაკება, შემსუბუქება ბრალის, მაგრამ რასაც ისინი დღეს აკეთებენ და როგორც უჭერენ რუსეთს მხარს და როგორ მესიჯბოქსსაც ატარებენ რუსულს ქვეყანაში, ეს უპატიებელია, ამას არავინ აპატიებს.”
კომენტარები