• რეკლამა
  • კონტაქტი
05:59, კვირა, 21 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს უკვე აღარ არის ტექნიკური პრობლემა – ეს არის საზოგადოებრივი საფრთხე” – რა სქრინს აქვეყნებს ზაზა წერეთელი

ალია ავტორი - ალია
14:55 06-19-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,610
ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი, აქვეყნებს სქრინს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებ. გვერდიდან და წერს:
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი – როცა კომენტარიც კი ზედმეტია
საზოგადოებრივი ჯანმრთელობა თავისი არსით ეს არის სოციალური კონტრაქტი. მოქალაქეები იცვლიან თავიანთ ჩვევებს — არა იმიტომ, რომ ვიღაც ეუბნება, არამედ იმიტომ, რომ მათ ეძლევათ დროული, სანდო და გამჭვირვალე ინფორმაცია. სწორედ ამიტომ, ჯანმრთელობის ინსტიტუციების და მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებგვერდის ყოველდღიური განახლება, კი ერთი შეხედვით მხოლოდ ტექნიკური დეტალია, მაგრამ სინამდვილეში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია თანამედროვე მმართველობაში და მმართველობის უნარის ყოველდღიური დემონსტრირება.
ამ ქმედებამ განსაკუთრებული მნიშვნელობა პანდემიის შემდგომ შეიძინა, როდესაც მოსახლეობას სჭირდებოდა ყოველდღიური და ყოველ საათობრივი ინფორმაციის მიღება რათა ზუსტად ცოდნოდა როგორი იყო სიტუაცია და რა კეთდებოდა. როცა ინფორმაცია განახლებულია, მოქალაქე ხედავს, რომ სისტემა მუშაობს — რომ მათი მდგომარეობა ჩანს, იზომება და ფასდება. ყოველდღიური მონაცემი ამყარებს ნდობას და ამცირებს გაურკვევლობას.
მაგრამ როცა მონაცემი მოძველებულია — თუნდაც ერთი კვირით — იქ ჩნდება სიცარიელე, რომელსაც შევსების სურვილი ყოველთვის მოიძებნება. სწორედ ამ სიცარიელეში ჩნდებიან საჯარო ჯანდაცვის მოწინააღმდეგეები, რომლებიც მრავალდ არიან საქართველოშიც და ყოველდღიურად ახლა ახალ ვიდეო მიმართვებს აცხობენ. მათ არ სჭირდებათ მტკიცებულება — მათ სჭირდებათ მხოლოდ სიჩუმე. მათთვის ნებისმიერი დაუზუსტებელი ციფრი ხდება „დამამტკიცებელი საბუთი“, რომ სისტემა რაღაცას მალავს. რაც უფრო ნაკლებად განახლდება ვებგვერდი, მით უფრო მარტივია სიცრუის გავრცელება.
და ეს უკვე აღარ არის ტექნიკური პრობლემა — ეს არის საზოგადოებრივი საფრთხე. როცა მონაცემებს აღარ ენდობიან, საზოგადოება კარგავს ნდობას არა მხოლოდ უწყებების მიმართ, არამედ თავად მეცნიერების და სოლიდარული მოქმედების იდეის მიმართაც.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებგვერდი არ არის უბრალოდ საინფორმაციო გვერდი — ეს არის საზოგადოების ნერვული სისტემა. ყოველდღიური განახლება კი მისი ცოცხალი რეაგირების სიგნალია. რადგან თუ ხალხი მონაცემებს აღარ ენდობა, ისინი საბოლოოდ იმ სისტემის მიმართაც კარგავენ რწმენას, რომელიც მათ სიცოცხლეს იცავს.
მაგალითისათვის საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებ გვერზე შესვლისასა ნახავთ რომ სიახლე 2023 წლის 22 ნოემბრით სათაურდება…კომენტარიც კი ზედმეტია
May be an image of slow loris and text

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved