• რეკლამა
  • კონტაქტი
17:07, სამშაბათი, 17 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს უარესია, მიშა რასაც შვრებოდა იმაზე” – დავით თარხან–მოურავი

ალია ავტორი - ალია
15:26 03-17-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
270

პატრიოტთა ალიანსის ერთ–ერთი ლიდერი, დავით თარხან–მოურავი, “ობიექტივთან” ამბობს:

ჩვენს ქვეყანაში მიღებულია ისეთი კანონები, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის დროსაც არ იყო. ჩვენს ქვეყანაში აღდგა კანონი დასმენების შესახებ, ეს საბჭოთა კავშირში იყო, საბჭოთა კავშირის 80–იან წლებში აღარ იყო, გაუქმებული იყო და ჩვენთან აღდგა. დღეს ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ვიღაცა დაასმინოს და შეიძლება ამაზე აღიძრას საქმე. ასეთი რამე, არც ერთ ცივილიზებულ სამყაროში არ არის და ჩვენთანაც არ იყო.

გარდა ამისა, ადამიანებს უკრძალავენ მიტინგებს და ტროტუარზე დგომასაც კი – გამოფხიზლდით ხალხო, ასეთი რამე არ იყო სააკაშვილის დროს, რკინის კარვები იდგა ნახევარი წელიწადი. ჩვენს ქვეყანაში სიტყვის თქმის გამო გვიჭერენ. აღარავინ აღარ ამბობს დღეს, რომ არალეგიტიმური ხელისუფლებაა და არჩევნები გაყალბდა. რატომ? – კანონებია მიღებული, თუ ამას ილაპარაკებ, ციხეა. გაიგეთ, ეს სცდება დემოკრატიის ყველანაირ საზღვრებს. ნებისმიერ ქვეყანასი, იაპონიაში, ამერიკაში, საფრანგეთში, ნებისმიერ კმოქალაქეს შეუძლია ილაპარაკოს, რომ ხელისუფლება არალეგიტიმურია და არჩევნები გაყალბდა, რამდენიც უნდა, იმდენს ილაპარაკებს – გამოფხიზლდით. ასეთი კანონები, რაც კობახიძემ მიიღო, სააკაშვილს არ მიუღია, იმიტომ ვამბობ, რომ მეორე სააკაშვილია ესა. უარესი გახდა ქვეყანა კანონებით მინიმუმ, ვიდრე სააკაშვილის სახელმწიფო იყო.

ეუთო ევროპის უსაფრთხოების ორგანიზაციაა პირველ რიგში, აამუშავა მოსკოვის მექანიზმი, ეს გამოყენებული იყო რუსეთის წინააღმდეგ, ბელორუსის წინააღმდეგ. 10 ქვეყანაა საკმარისი, რომ ამოქმედდეს ეს მექანიზმი. ბელოსურის შემთხვევაში 17–მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, ჩვენს შემთხვევაში – 24–მა. ხელისუფლების მორიგი ტყუილია, – აი, 24–მა რომ დაუჭირა მხარი, 32–მა არ დაუჭირაო, განა მხარი არ დაუჭირა, თავი შეიკავა დანარჩენმა, აღარც იყო საჭირო. სომხეთის თავშეკავება გასაგებია, აზერბაიჯანისაც, თურქეთისაც, ერთ რეგიონში ვართ და თავი შეიკავეს, რა მნიშვნელობა აქვს? ის 24–იც საკმარისია. ჩამოთვლილია იქ ყველაფერი და პირდაპირ არის საუბარი ჰააგის ტრიბუნალზე, ევროპის სასამართლოზე, ეს ყველაფერი არ დამთავრდება ისე, საშიში მექანიზმებია, პასუხის მოთხოვნა მოხდება.

ჩვენ უნდა გამოვფხიზლდეთ, ჩვენ, არ შეიძლება 21–ე საუკუნეში დასმენების კანონი იყოს, არ შეიძლება ვიღაცას ტროტუარზე დგომას უკრძალავდე, სულ რომ გძულდეს ის ხალხი, არ შეიძლება! ეს ძნელი გასაგებია? ასეთი გულქვა როგორ ხართ? როგორ ვერ ხვდებით, რომ ეს უარესია, მიშა რასაც შვრებოდა იმაზე. ვინც ებრძოდა სააკაშვილის აგრესიას, თვითონ ხდებოდა აგრესიულები და მოსწონთ კობახიძის აგრესია. გამოფხიზლდით, ხალხო, გამოფხიზლდით. 

“ეს ძალიან დიდი უბედურება ჩვენი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის. რა ქვეყანაც ააშენა კობახიძემ, უკვე დიდი უბედურებაა” – დავით თარხან–მოურავი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved