უაღრესად ცუდად აღვწერე ვითარება! ვიცი – ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი საქართველოს გარშემო შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარების შესახებ Facebook-ზე წერს.
„უკრაინაში ომი დაიწყება!..და თუ კიევზე მიიტანა შეტევა რუსეთმა და თუ კიევი აიღო რუსეთმა…აფხაზეთში ომი არ იწყება! ანექსია იწყება!.. და თუ სოხუმი მიიერთა მოსკოვმა, და თუ ბიჭვინთა მიიერთა რუსეთმა…3+3 ძალას იკრებს! და თუ ირანთან ალიანსში შეგვითრიეს! და თუ რამ ფორმატში ერთად აღმოვჩნდებით მოსკოვთან… და თუ…ევროპაში კრიზისია! ბებერი და ახალგაზრდა ერთმანეთს ეკიდებიან! რუსეთი ამით სარგებლობს. საფრანგეთი შედარებით ანტირუსული ხდება… და თუ მოსკოვს არ გაუვიდა…ენერგომატარებლები ძვირდება!რუსეთიდან ელ.ენერგიის იმპორტის მოცულობა იზრდება.უაღრესად ცუდად აღვწერე ვითარება! ვიცი.ოღონდ, ეს ცუდად აღწერაც კი საკმარისია, რომ დავამატო ერთი სიტყვა:ამასობაში…“ – წერს ირაკლი ტაბლიაშვილი.
კომენტარები