• რეკლამა
  • კონტაქტი
15:17, შაბათი, 9 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს წერილი უნდა ითარგმნოს და გავრცელდეს დასავლურ მედიაში” – გია გაბრიჭიძე

ალია ავტორი - ალია
17:16 08-11-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
573

ჟურნალისტი, გია გაბრიჭიძე:

“ძველი ამერიკული ანეკდოტია – რატომ არ ხდება აშშ-ში სახელმწიფო გადატრიალება?
იმიტომ, რომ იქ აშშ-ს საელჩო არ არის.
საზოგადოებრივმა მოძრაობამ “ხალხის ძალა” საკმაოდ მოცულობითი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც დასაშვები ინფორმაციის გავრცელებისა და კორექტულობის მაქსიმალური დაცვით საკმაოდ ღიად აღწერა ის მოვლენები, რაც ამ ბოლო სამი წლის განმავლობაში აშშ საელჩოსა და კერძოდ ქალბატონი კელი დეგნანის უშუალო ჩართულობით და ძალისხმევით ხდებოდა.
წინასაარჩევნოდ საქართველოსთვის განკუთვნილ 75 მილიონ ლარზე დაგეგმილი უარი, რისი საშუალებაც არ მიეცათ, რადგანაც ხელისუფლებამ დაასწრო და თავად განაცხადა უარი ამ თანხაზე.
ლეგიტიმურად ჩატარებულ არჩევნებზე ვითომდა გაყალბების ფაქტის გამოვლენა ერთ-ერთი მიკერძოებული არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ და ამ მოტივით საპროტესტო ტალღის აგორება და მიუხედავად იმისა, რომ იმ არასამთავრობომ დეკემბრის დასაწყისში აღიარა “თავისი შეცდომა”, პროტესტი გაგრძელდა, რასაც მოჰყვა 19 აპრილის შეთანხმება.
არ დაგიმალავთ და ამ შეთანხმებამ ქართული ოცნება საზოგადოების თვალში რეპუტაციულად ძალიან დააზიანა.
ვადამდელი არჩევნების დანიშვნაზე მუდმივი ზეწოლა, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ნაბიჯისთვის არანაირი ლეგიტიმური საფუძველი არ არსებობდა.
პროვოკაციების წახალისება. მაგ: – ლგბტ+ თემის პრაიდების ჩატარების მოთხოვნა, სიცრუისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის რეჟიმში მომუშავე მედიის ხელშეწყობა და მათზე მოსახლეობის გარკვეული წარმომადგენლებისგან უხეშობის არაადექვატური შეფასება დ.ა.შ.
და ბოლო – ბიძინა ივანიშვილზე შვეიცარიული ბანკის მხრიდან განხორციელებული ზეწოლა, რათა საქართველოს ომში ჩართვისთვის მისი გამოყენება. ამ მიზნით შვეიცარიული მედიის დაბლოკვა, რათა ეს ამაზრზენი ფაქტი დემოკრატიული საზოგადოებისთვის ცნობილი არ გამხდარიყო.
როცა ერთის შეხედვით დაუჯერებელი ამ ფაქტების ქრონოლოგიას თვალი გადავავლე, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ კოლოსალურ ზეწოლას გაუძლო, გაიარა ბეწვის ხიდზე და მიუხედავად ზოგიერთი არაპოპულარული ნაბიჯისა, რომლებიც იძულებით იქნა გადადგმული, კვლავ ინარჩუნებს საქართველოს მოსახლეობის მაღალი ნდობის ხარისხს.
რაც შეეხება “ხალხის ძალას” წერილს, ჩემი აზრით აუცილებლად უნდა ითარგმნოს და გავრცელდეს დასავლურ მედიაში, რათა გადასახადის გადამხდელებმა გაიგონ, თუ როგორ უწყობენ ხელს მათი კონკრეტული წარმომადგენლები რუსული განწყობების გაღვივებას და სრულ იგნორს უკეთებენ აშშ-სა და საქართველოს მეგობრობას და სტრატეგიული პარტნიორობას.”

“საელჩო ჩადენილ ცოდვებზე გაჩერებას არ აპირებს… საქმე ეხება ხელისუფლების შეცვლის მცდელობას…” – ოცნებიდან წასული დეპუტატები

თეგები: გია გაბრიჭიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

ქართველი მოსწავლეები ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებულებს შორის არიან – საქართველოს ნაკრების მხარდამჭერია თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლეები ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებულებს შორის არიან – საქართველოს ნაკრების მხარდამჭერია თიბისი

20:25 08-08-2025
კინო გზაზე – თიბისის მხარდაჭერით, კინოპროექტმა საქართველო მოიარა
ახალი ამბები

კინო გზაზე – თიბისის მხარდაჭერით, კინოპროექტმა საქართველო მოიარა

16:50 08-08-2025
კოსმო – ხელნაკეთი ჩანთებისა და აქსესუარების ქართული ბრენდი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

კოსმო – ხელნაკეთი ჩანთებისა და აქსესუარების ქართული ბრენდი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

13:59 08-07-2025
თიბისი კაპიტალის ჩართულობით, „სილქ როუდ ჯგუფი“ ყოფილი სასტუმრო Rooms Kokhta-ს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ჩართულობით, „სილქ როუდ ჯგუფი“ ყოფილი სასტუმრო Rooms Kokhta-ს მფლობელი გახდა

11:17 08-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved