• რეკლამა
  • კონტაქტი
13:31, ორშაბათი, 28 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს წამება თუ არა, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა ნამდვილად არის” – მუსელიანცის ადვოკატი გლდანის ციხეში მონიტორინგის ჯგუფის დაშვებას ითხოვს

ალია ავტორი - ალია
12:17 09-28-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

რჩილ მუსელიანცის ადვოკატი საპატიმროში მონიტორინგის ჯგუფის დაშვებას და პატიმრის მიერ აღწერილი პირობების ადგილზე გადამოწმებას ითხოვს. დიმიტრი ვარდიაშვილის განცხადებით, პენიტენციურმა სამსახურმა უნდა გაასაჯაროოს შესაბამისი ვიდეოჩანაწერები ან თავად აჩვენოს ის სივრცეები, რომლებზეც მუსელიანცი გლდანის ციხიდან გამოგზავნილ წერილში საუბრობს.

ადვოკატის თქმით, საპატიმროებში გადატვირთულობისა და ანტისანიტარიის პრობლემა რეალურად არსებობს. ის ყურადღებას სამედიცინო მომსახურებაზეც ამახვილებს და აცხადებს, რომ როდესაც ერთ ექიმს ასობით პატიმრის მომსახურება უწევს, დროული სამედიცინო დახმარების გაწევა პრაქტიკულად შეუძლებელია.

დერეფანში დამონტაჟებული კამერებიდან გამომდინარე თარიღის მითითებით და ა.შ., გაავრცელონ ინფორმაცია და გვაჩვენონ, მართლა ხდება ასეთი რაღაცეები თუ არა. ან შეიყვანონ კონკრეტული პიროვნება, თავიანთი პრესსამსახური შეიყვანონ და აჩვენონ კონკრეტული სარდაფის ოთახი, ადგილი, ნამდვილად არის თუ არა ასეთ პირობებში, ან შიგნით როგორი ლეიბები აწყვია, იმიტომ, რომ არჩილი ამბობს, რომ იქ ათასი ადამიანის დანაშარდია. პრობლემა, რაზეც ორი კვირის წინ ვსაუბრობდი, რომ ციხეები გადატვირთულია, ანტისანიტარიაა და სხვადასხვა პრობლემებია, ეს ნამდვილად სახეზეა. 

რაც შეეხება ექიმებს, არავინ ამბობს, რომ ექიმები ცუდები არიან, უბრალოდ, ერთ ექიმზე რომაა 400 პაციენტი, რომელსაც მუდმივად რაღაც სტკივა, შეუძლებელია, რომ იქ დროული მკურნალობა გაეწიოს, – ამბობსდიმიტრი ვარდიაშვილი.

უფლებადამცველი ალექსანდრე ბარამიძე კი მუსელიანცის მიერ აღწერილ პირობებში არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ნიშნებს ხედავს და გამოძიების დაწყებას ითხოვს. მისი თქმით, შესაბამისი ფაქტების დოკუმენტირების შემთხვევაში, საქმე შესაძლოა საერთაშორისო ინსტიტუტებშიც გასაჩივრდეს.

ეს წამება თუ არა, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა ნამდვილად არის. ეს არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მესამე მუხლის აშკარა დარღვევის ფაქტები, ასევე საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი მუხლისა დ აბუნებრივია, რომ ნორმალური სახელმწიფოს რეაგირება უნდა ყოფილიყო ის, რომ მაშინვე გახსნილიყო გამოძიება და დამდგარიყო შესაბამისი პირების პასუხისმგებლობა, რომ ეს ყველაფერი შეიტანონ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტებში, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ოღონდ ამას სჭირდება დოკუმენტირება, სათანადო საჩივრის მომზადება და შეტანა, – ამბობს ალექსანდრე ბარამიძე. 

მუსელიანცის დედობილი ცარო ოშაყაშვილი კი პენიტენციური სამსახურის განცხადებას უარყოფს და ამბობს, რომ პატიმრის მიერ აღწერილი პრობლემები რეალურია. მისი თქმით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არიან ის პატიმრები, რომლებსაც გარედან საკვებითა და თანხით დახმარების შესაძლებლობა არ აქვთ.

წერენ, რომ არჩილმა რამდენჯერმე შეიცვალა საკანი, რაც არის სრული სიცრუე. გადაიყვანეს ერთი საკნიდან მეორეში შარშან, როდესაც იყო რემონტი, იყო დეზინფექცია, ამ შემთხვევაში თუ გაჰყავდათ სხვა საკანში, უფრო უარეს საკანში. ვცდილობთ, რომ არჩილმა არ მიიღოს იქაური საკვები, ვეხმარებით, მაგრამ მის საკანში არიან ადამიანები, რომლებსაც ფიზიკურად ვერავინ ეხმარება, ვერცს საჭმელს უგზავნის, ვერც თანხით ეხმარებიან და იძულებულები არიან ეს საკვები წამონ. არჩილი ცდილობს, უსამართლობას ციხიდან ებრძოლოს, – ამბობს მუსელიანცის დედობილი ცარო ოშაყაშვილი.

არჩილ მუსელიანცი გლდანის ციხიდან გამოგზავნილ წერილში საპატიმროში არსებულ მძიმე პირობებსა და სისტემურ პრობლემებზე წერს. მისი თქმით, პატიმრებს ხშირად უმიზეზოდ, რამდენიმე დღის განმავლობაში გადატვირთულ საკარანტინო სივრცეში ათავსებენ, სადაც ანტისანიტარია და გაუსაძლისი სუნია, მდგომარეობა კი განსაკუთრებით წვიმის დროს მძიმდება.

წერილში საუბარია სამედიცინო მომსახურების პრობლემებზეც. მუსელიანცის განცხადებით, ერთ-ერთ კორპუსს მხოლოდ ერთი ექიმი ემსახურება, რის გამოც ის პატიმრების დროულად გასინჯვას ფიზიკურად ვერ ასწრებს, საჭირო მედიკამენტების მიღებას კი ზოგჯერ რამდენიმე დღე სჭირდება.

სპეციალური პენიტენციური სამსახური არჩილ მუსელიანცის მიერ გლდანის ციხეში არსებულ პირობებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. უწყება პატიმრის განცხადებებს „სიცრუეს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ბრალდებები პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის მცდელობაა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

iCash.ge-ის სავაჭრო პროგრამა ავტონაწილების მაღაზიებისთვის
ახალი ამბები

iCash.ge-ის სავაჭრო პროგრამა ავტონაწილების მაღაზიებისთვის

13:12 09-28-2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved