• რეკლამა
  • კონტაქტი
09:47, სამშაბათი, 24 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს თუ ნახეთ? თვეებია მეტროს ვაგონებშია გაკრული” – თამო კეშელავა

ალია ავტორი - ალია
19:04 12-07-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
342

ჟურნალისტი, თამო კეშელავა:

ჩემი მეგობრების ნაწილი, ცოტა ხნის წინ, იმ ქალს განიხილავდა, ბავშვს რომ ფული აჩუქა და ვიდეო გადაიღო და დადო.
ხოდა, ეს თუ ნახეთ?
თვეებია მეტროს ვაგონებშია გაკრული.
როგორ დაუფინანსა სახელმწიფომ 4 წლის ბავშვს გულის ოპერაცია.
როგორ უხარია 4 წლის ბავშვს, რომ ოპერაცია გაუკეთეს და გადარჩა.
თითქოს ეს ნორმალური კი არაა, არა, სასწაულია, შესაქებია…
თითქოს სიკეთეა, ჩვენივე შეგროვებული, ხალხის ფულით შეკოწიწებული ბიუჯეტიდან ბავშვის სიცოცხლის გადარჩენა.
თუ ადამიანი ხარ, ყველაფერი ხომ უნდა ჩაგეწვას სხეულში, სანამ 4 წლის ბავშვს ჰკითხავ, ხომ გაგიხარდა, მთვარობამ, ოპერაცია რომ დაგიფინანსდა და რომ არ მოკვდიო?
მერე იმასაც რომ ეტყვი, ახლა გაიცინე, ფოტოს გადაგიღებ და მეტროში გამოვაკრავ, რომ ყველამ ნახოს, რა მაგარი მთავრობა გვყავს, ხალხის ფულით რამხელა სიკეთე გაგიკეთაო.
ხო, მეორე მხრივ, სამწუხაროდ, სიმართლეა, დიდი სიკეთეა, შეეძლოთ ეს ფულიც შეეჭამათ და არც ამ ოპერაციის ფული დაეფინანსებიათ, როგორც არაერთი ბავშვის დედა აგროვებს კაპიკ–კაპიკ ოპერაციის ფულს.
სახელი, ასაკი და ფოტო ბავშვის, გამოკრული მეტროში.
მე არ ვიცი, ამას რა ქვია.
არც ის ვიცი რა არის, ამდენი ადამიანი რომ უყურებს ამ ბანერს და არ აქვს არც პროტესტი, არც ბრაზი, არც საყვედურის თქმის სურვილი, არც წყენა, არც გულის ტკივილი.
ამ გოგოს თანატოლები რომ წამალს ითხოვდნენ, ბოლომდე გაჯიუტდა ჯანდაცვა და ისევ ხალხმა აიძულა, შემოეტანათ მათთვის წამალი.
იმათი ფოტოები არ გამოუკრავთ.
არც სისტემის მიერ მოკლული ახალგაზრდების ფოტოები გამოუკრავთ, დიაბეტიანი გოგო რომ იმ კლინიკაში შეიყვანეს დიაბეტის კრიზის დროს, სადაც სპეციალური განყოფილება არ იყო და სანამ კოვიდზე არ დაუწყეს კვლევა, დიაბეტს არ მიხედეს და დაიღუპა, იმ ბავშვის ფოტოც არ გამოუკრავთ.
არც აუზში მოკლული ბავშვის ფოტო გამოუკრავთ.
ოპერაციის ფული გადაუხადეს, თურმე, 4 წლის ბავშვს.
ჩვენი ფულით, 4 წლის ბავშვი გადაურჩენიათ.
და მადლობაო, იმ ბავშვმა, რომ დამდეთ პატივი და მომეცით სიცოცხლის უფლებაო, აგერ, ვიცინი, მადლობის ნიშნად, ფოტოც გადავიღე და მეტროშიც გამოგაკვრევინეთ, კიდევ რა ვქნა, კიდევ რით შემიძლია მადლობა ვთქვა, რომ სიცოცხლის უფლება დამიტოვეთო.
იმ ვიდეოში, იმ ქალმა რომ ბავშვს ფული აჩუქა, რაღაცა მაინც იყო, ღიმილი მაინც იყო და ცრემლი, სიკეთის გაკეთების სურვილი მაინც იყო, ის სურვილი მაინც იყო სხვაც მასავით მოქცეულიყო, არასწორად გადაიღო, მაგრამ ის ქალი ერთი მოქალაქეა, თქვენსავით, ჩემსავით ამ ჭაობში მაცხოვრებელი.
აქ კი, არაფერი, გარდა იმისა, რომ სახელმწიფომ სთხოვა 4 წლის ბავშვს, მადლობა მითხარი, ოპერაცია რომ გაგიკეთე და შენი ფოტო მეტროში უნდა გამოვაკრა, რომ მილიონობით ადამიანმა ნახოს არაერთხელ, მე როგორი კარგი ვარო.
შეიძლება იყოს 1 ადამიანი, მატარებელი and ტექსტი გამოსახულება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია „რეცეპტი: სიმართლე” ბარსელონაში ADC*E Creative Week 3 ოქროს  და 1 ვერცხლის ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია „რეცეპტი: სიმართლე” ბარსელონაში ADC*E Creative Week 3 ოქროს და 1 ვერცხლის ჯილდოს მფლობელი გახდა

13:30 11-23-2026
თიბისის დაუჯერებელი Black Friday
ახალი ამბები

თიბისის დაუჯერებელი Black Friday

13:25 11-23-2026
სილქნეტის მომხმარებელი მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ პირობით ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქნეტის მომხმარებელი მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ პირობით ჩაირთავს

11:32 11-20-2026
„ვილაპარაკოთ, რომ გავუგოთ და არა მოვუგოთ“ – სელფი მობაილის  ახალი კამპანია   
ახალი ამბები

„ვილაპარაკოთ, რომ გავუგოთ და არა მოვუგოთ“ – სელფი მობაილის ახალი კამპანია   

17:09 11-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved