• რეკლამა
  • კონტაქტი
06:37, შაბათი, 14 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს თქვენი სანქციები ლურსმნების “გაიკები” და “შურუფებია” რომ ნელ-ნელა უჭერთ? “ – თამარ ივერი

ალია ავტორი - ალია
15:35 04-08-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
359

ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის ქვეყნების მიერ რუსეთისათვის სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებას ეხმაურება სოციალურ ქსელში ქართველი სოპრანო თამარ ივერი და წერს:

„შეშფოთებულ-აღშფოთებულთა არმიას გამოეყო ერთი უფრო შეძრწუნებული. ორი დღეა მესმის, როგორ აცხადებენ ამერიკა სანქციებს კიდევ ამკაცრებს, არიქა, ახლა სბერბანკი და ალფაბანკიც შევაჩერეთო. თქვე დალოცვილებო, ეს თქვენი სანქციები ლურსმნების “გაიკები” და “შურუფებია” რომ ნელ-ნელა უჭერთ? თავიდანვე ერთბაშად რატომ არ მიიღეთ როგორი მკაცრი სანქციებიც იყო მისაღები? აუცილებლად 43 დღე ომი, ბავშვების და მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტა უნდა მომხდარიყო, რომ სბერბანკი და ალფა ბანკი დაგებლოკათ? თავიდანვე რატომ არ მოხდა ეს ყველაფერი?.

ღმერთმა ნუ ქნას, ნუღარ გაგრძელდეს ეს ომი მაგრამ… ორი კვირის მერე კიდევ რომელიმე ქალაქი რომ გასწორდეს მიწასთან და კიდევ ასობით მსხვერპლი იყოს, კიდევ გამოხვალთ და ისევ ასეთივე ყალბი შეშფოთებით იტყვით კიდევ ვამკაცრებთ სანქციებსო? ახლა გაზპრომს და რუსპრომს ვბლოკავთო?

ვაი, რომ უკვე ბავშვსაც კი აღარ სჯერა ამ თქვენი სანქციების და ვის უწესებთ მაგ სანქციებს? ისევ იმ საწყალ, კორპუსებში შეყრილ, პირაკრულ რიგით რუს მოსახლეობას, თორემ იმ ოლიგარქებს ბოდიში გამოთქმისთვის და სულ “ფეხებზე ჰკიდიათ” ეს სვიფტების ჩაკეტვაც და სახლის დაყადაღებაც. არც ერთ მათგანს რუსეთის ბანკებში არ აქვთ ფული რომ სვიფტი ებლოკებოდეთ. ფულები ოფშორებში,საკუთარივე შექმნილ ბანკებში ან კვიპროსის, შვეიცარია ლიხტენშეინის ა.შ ბანკებში აქვთ დაბანდებული. 20 სახლიდან და 30 იახტიდან თუ 2-3 ვილას და 3-4 იახტას ჩამოართმევ “კაკ ნიბუდ” გადაიტანს ვალოკორდინის საჭიროების გარეშე, 2-3 წელიწადში ისევ შეივსებს “დანაკლისს.” ისევ უბრალო ხალხია ცოდო…  წნეხი და შეზღუდვა ისევ მათ აწვებათ და პირველ რიგში ჩვენ, სრულიად ყველა ვართ უკვე ცოდო ამ ევრო ტრიბუნებიდან მხოლოდ “ხალასტოიზე” მოთუხთუხე შეშფოთებულ-აღშფოთებული პოლიტ ცვედანების სფიჩების შემხედვარე!“

თეგები: თამარ ივერირუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება

14:41 11-13-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ

18:11 11-13-2026
საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით

11:39 11-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved