• რეკლამა
  • კონტაქტი
01:31, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს რეზოლუცია(ბი) დარჩება ქართულ-ევროპული ურთიერთობების სამარცხვინო ფურცლად!” – ნიკოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
15:55 11-10-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
171

თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ლევან ნიკოლეიშვილი:

“გუშინდელი ევროპარლამენტის რეზოლუცია, თამამად შეგვიძლია შევაფასოთ დოკუმენტად, რომელიც გვეუბნება „გინდათ კანდიდატობა, მაშინ დაივიწყეთ სუვერენიტეტი, დემოკრატია, დაივიწყეთ დამოუკიდებელი სასამართლო, და უბრალოდ ჩვენ ნებას დაემორჩილეთ, ჩვენ კი ასე გვინდა!“ რა ხდება რეალურად? ევროპას აქვს კრიზისი (ამჯერად შესაძლო მომავალ ენერგო და ეკონომიკურ კრიზის არ ვგულისხმობ!), თუ ევროპარლამენტარებმა ტუტუცობა გაიფიქრეს და დამოუკიდებელმა ქვეყნებმა უნდა გაითავისონ?!
• ღიად ვერ იძახიან, რომ სააკაშვილი “პოლიტპატიმარიაო”, იციან რომ სრულიად კანონიერად იხდის სასჯელს და რამდენიმე მსჯავრს კიდევ ელოდება! მაგრამ გვთავაზობენ იქნებ ჰუმანური პრინციპებიდან გამომდინარე სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაუშვათო! სასამართლოს დამოუკიდებლობას რა ვუყოთ? ასე, პირდაპირ გამოვუცხადოთ, მოსამართლეებს, თქვენ არავინ არაფერს გეკითხებათ, ევროპარლამენტარებმა თქვეს და მორჩა?!
• გვარამია, მედიამენეჯერი ციხეში რატომ გყავთო?! უკაცრავად, მედიამენეჯერობის გამოა ციხეში, თუ იმის გამო რომ კომპანია გააკოტრა და მილიონობით თანხები მითვისა-გაფლანგა? აქაც იგივე, რა დროს დამოუკიდებელი სასამართლოა, ევროპარლამენტარებს ასე უნდათ და გამოუშვათ ციხიდან, ასეა?
• ამ ყველაფერს გავაკეთებდით დიქტატორი, რომ გვყავდეს სათავეში, მაგრამ რა ვქნათ თუ არც ხელისუფლება და არც სახელისუფლებო პარტია არ ერევა სასამართლოს საქმიანობაში?! უფრო მეტიც ერთიც და მეორეც სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის იბრძვის?!
• “ყველა ვინც პოლიტიკოსის, მედია მენეჯერის თუ სხვა „პოპულარულ“ მანტიას მოისხამს მხრებზე ავტომატურად თავისუფლდება სამართლებრივი დევნისგან, ან კანონი მას არ ეხება”-აი ეს ფორმულირება რომ ჩაწერილიყო ევროპარლამენტის რეზოლუციაში აჯობებდა ალბათ, ასე ფიქრობთ?
• ბიძინა ივანიშვილის თემა ხომ საერთოდ უპრეცედენტოა: ჯერ სანქციები დაუწესეთო, იმიტომ რომ ოლიგარქიაო, ამისთვის კი დეოლიგარქიზაციის კანონი მოგვთხოვეს-მივიღეთ, აი, ის კანონი ევროპელების მოწონებული უკრაინული კანონის ანალოგი! ეგ არაო, ბიძინას არ/ვერ შეეხებაო, პირიქით ოპოზიციის და მათი ტელევიზიების დამფინანსებლებს ეხებათო. ამიტომ იქნებ რამენაირად მის გავლენები შეამცირეთ (თუ შეზღუდეთო) საქართველოშიო- ან უნდა აუკრძალოთ ამ ადამიანს ყოველგვარი საზოგადოებრივი თუ საქველმოქმედო საქმიანობა ან პირდაპირ საქართველოდან გააძევეთო! მანამდე მისი ფული დავბლოკეთო, მაგრამ მაინც არ გვიჯერებსო, ომში არ ჩართო ქვეყანაო, მოკლედ ჩვენ თვითონ არ ვიცით რა მაგრამ რაღაც გააკეთეთო…
• უკრაინა, ომშიც არის ჩართული რუსეთთან, სამოქალაქოებიც დაეხოცა და სამხედროებიც, ქალაქებიც დაენგრა და ინფრასტრუქტურაც, ტერიტორიებიც წაართვა რუსეთმა (იმედია დროებით!) მეტი რა მსხვერპლი უნდა გაიღოს მართლა არ ვიცი! ამ ყველაფრის მიუხედავად არც ნატო-ში იღებენ და არც ევროკავშირში, კანდიდატობა კი იცოცხლე მისცეს, მაგრამ წევრობა არ აძლევთ (ან მიცემთ როდესმე?), გაწყდა ნახევარი ქვეყანა, მეტი რა ქნან, ევროპარლამენტარებო სულ არ გრცხვენიათ?
• რუსეთის პოლიტიკა და მისი პრეზიდენტი პუტინი რას წარმოადგენს ჩვენ ნუ გვასწავლით, ჩვენი ტერიტორიის 20 % დღემდე ოკუპირებულია. მე რა მაინტერესებს იცით, ხომ ხართ შემართებით, ზამთარსაც ხომ გაუძლებთ და პუტინსაც ხომ დაამარცხებთ და ჩამოაგდებთ: ახლა ზავი უპრიანია, მოლაპარაკებას ალტერნატივა არა აქვს და ასეთები იმედია არ იქნება თქვენი მხრიდან, ბოლოსდაბოლოს უკრაინელი ხალხის მაინც შეგრცხვეთ!
• რაც შეგვეხება ჩვენ, ეს ევროპარლამენტის რეზოლუცია რა არის ისეთი შაჰის თუ სულთნის ფირმანი, საბჭოთა კპ ცკ დადგენილებები და ბრძანებულებები მოგვისმენია, ჩვენ რას გაგვაკვირვებთ! ისევ თქვენთვის გეუბნებით ეს თქვენი რეზოლუცია(ბი) სამუდამოდ დარჩება ქართულ-ევროპული ურთიერთობების სამარცხვინო ფურცლად!
• ომს კი არა საერთოდ ვერაფერს ვერ გვაიძულებთ, მე პირადად დაგაკვირდებით, იმ უზარმაზარი მსხვერპლის საფასურად რაც აგრესორ რუსეთთან ომში გაიღო, რას მიიღებს უკრაინა არც ნატო-ს, არც ევროკავშირს, აბა რას ?”

,, ის ბრალდებები, რომლებიც მათ წაუყენეს ამერიკის საელჩოსა და სხვებს არის უაზრო შეთქმულების თეორია” – კელი დეგნანის კომენტარი

 

თეგები: ლევან ნიკოლეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved