• რეკლამა
  • კონტაქტი
02:22, კვირა, 11 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ის ბრალდებები, რომლებიც მათ წაუყენეს ამერიკის საელჩოსა და სხვებს არის უაზრო შეთქმულების თეორია” – კელი დეგნანის კომენტარი

ალია ავტორი - ალია
14:07 08-17-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
506

აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი ,,ოცნებიდან” წასულ ოთხეულს ასე პასუხობს:

“ათწლეულების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატები თანამშრომლობს საქართველოსთან სასამართლო რეფორმის განხორციელებაზე და მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს, განსაკუთრებით ბოლო ათწლეულების მანძილზე იყო რეფორმების განხორციელების კარგი ძალისხმევა, თუმცა ყველა თანხმდებოდა იმაზე, რომ დამატებით ბევრი რამ არის გასაკეთებელი და ეს სამუშაო უნდა გაგრძელდეს. ამაზე თანხმდებოდა პოლიტიკური სპექტრის ყველა წარმომადგენელი. არ მესმის, ახლა რატომ არის წინააღმდეგობა ამ რეფორმების განხორციელებასთან დაკავშირებით. ამ საკითხზე, როგორც წესი, მუშაობს არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები, არამედ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტები და ცოტა დამაბნეველია ჩემთვის, რატომ არის ასეთი დამოკიდებულება ამ ეტაპზე ამ საკითხთან, ამ საკონსულტაციო პროცესთან დაკავშირებით, რომლის მთავარი მიზანი არის სასამართლო სისტემის გაუმჯობესება, რაც ხდებოდა წლების განმავლობაში.

რაც შეეხება ამ ჯგუფს, მე არ ვიცი ისინი რას წარმოადგენენ, ვის წარმოადგენენ, განსხვავდებიან თუ არა მმართველი პარტიისგან, თუმცა ის ბრალდებები, რასაც ისინი აყენებენ ჩვენს მიმართ, არის დაუფიქრებელი და კონსპირაციულ თეორიებზე დაფუძნებული, რომელსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია.

ჩვენ წლების განმავლობაში ვხვდებით პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებს – ჩვენი სამუშაო ასეთია, სწორედ ასე ვიღებთ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის აუცილებელი რომ გაკეთდეს, რა არის საჭირო იმისათვის, რომ ქვეყანაში განვითარდეს დემოკრატია. რა თქმა უნდა, ამ ჩვენს საქმიანობას გავაგრძელებთ.

ნებისმიერი ბრალდება, რომ დასავლეთი ხელს უწყობს პოლარიზაციას, ეს არის გარკვეულწილად მცდელობა, რომ პასუხისმგებლობა გადაიტანონ სხვა მხარეს, მაშინ როდესაც დასავლეთი და ევროპა ჩვენი თანამშრომლობის ნაწილზე ყოველთვის ცდილობდა პოლარიზაციის შემცირებას და ზოგადი სიტუაციის გაუმჯობესებას.

ალბათ ყველას კარგად ახსოვს, რა მდგომარეობა იყო, თუნდაც სამი წლის წინაც პოლარიზაცია არსებობდა და ეს მრავალი ფაქტორით იყო გამოწვეული. მათ შორის დარღვეული პოლიტიკური პირობებით, გავრილოვის ღამით, და ანტიდემოკრატიული ქმედებებით. აქედან მოვიდა პოლარიზაცია. მე ვფიქრობ, რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია იმ 12 რეკომენდაციაზე მუშაობა, რაც იქნა გაცემული და ეს რეკომენდაციები ზუსტად იმ შინაარსისაა, რაც პოლიტიკურმა ლიდერებმა გააკეთეს და შეპირდნენ მოსახლეობას, რომ გააკეთებდნენ. ეს საქმიანობა უნდა განხორციელდეს ინკლუზიურად და ერთობლივად.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!

00:00 10-10-2026
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა

16:47 10-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:49 10-09-2026
არქი გრანდ ავენიუ
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა

14:37 10-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved