• რეკლამა
  • კონტაქტი
14:09, ხუთშაბათი, 9 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს სუსტი განცხადება წაახალისებს იმ შეშლილ გუშაგებს, რომელთაც ბატონი მიშელი კუდიანებზე ნადირობიდან ათ დღეში შეხვდა და სისხლი ჯერ კიდევ არ ჰქონდათ ჩამობანილი” – ლევან სუთიძე

ალია ავტორი - ალია
18:17 07-19-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
80

ტაბულას რედაქტორი, ლევან სუთიძე:

“პირდაპირ უნდა ითქვას, რომ პრეზიდენტ მიშელის საჯარო გზავნილები არაადეკვატური და კონტრპროდუქტიულია იმ კრიზისთან მიმართებით, რომელიც ქვეყანაში არჩევნების შემდეგ შეიქმნა და მის დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ გაღრმავდა.

თავი არ უნდა მოვიტყუოთ, ეს სუსტი განცხადება ავტორიტარიზმის შეშლილ გუშაგებს მხოლოდ წაახალისებს, აი, იმ გუშაგებს, რომელთაც ბატონი მიშელი კუდიანებზე ნადირობიდან ათ დღეში შეხვდა და ამ შეხვედრისას სისხლი ჯერ კიდევ არ ჰქონდათ ჩამობანილი.

ამაში დამნაშავე პრეზიდენტი მიშელი არ არის – უფრო სწორად, ჩვენ ის არ აგვირჩევია და პასუხსაც ვერ მოვთხოვთ. დამნაშავეა უხერხემლო ქართული პოლიტიკური ოპოზიცია, მათი ტაშისმკვრელი სამოქალაქო სექტორი და ყველა, ვინც შექმნა ილუზია, რომ კრიზისმა გადაიარა. ვინც ამ სიმულაკრაში ჩარჩენისთვის სინტაქსიც კი ამოაყირავა და წინადადებებსაც აღარ ამბობს – იმიტომ, რომ წინადადებები დასრულებულ აზრებს გამოხატავენ და ჩვენი პოლიტიკური ოპოზიციის უმრავლესობა უბრალოდ უშინაარსოა.

ჩვენ ვდგავართ უდიდესი საფრთხის წინაშე, ან გავაგრძელებთ ცხოვრებას ამ სამარცხვინო ილუზიაში, ნორმალურობის ამ ამორალურ იმიტაციაში, ან ვაიძულებთ ჩვენს პოლიტიკურ კლასს, დატოვოს პარლამენტი და შექმნას რეალური წნეხი.

ამ სიტუაციაში, პრეზიდენტ მიშელს, უზარმაზარი დათმობების მიუხედავად, პოლიტიკურმა ოპოზიციამ ტონი ვერ გაამკაცრებინა, არათუ რაიმე შედეგი გამოიტანა.

მე მართლა არ მაქვს დისკუსიის სურვილი იმათთან, ვინც ეს რეალობა ვერ დაინახა, იმათ მოგმართავთ, ვინც დიდი ხანია ხედავთ და გაწუხებთ.

ან გავაძლიერებთ ამ შეხედულებას, ან ზოგი საკუთარ შეცდომას გადაგვაყოლებს, ზოგი საკუთარ ხელფასს და ზოგიც შესაძლებლობას, ბობოლებს შეხვდეს ხოლმე საკონფერენციო დარბაზში.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
ახალი ამბები

Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს

12:43 07-09-2026
თიბისი კაპიტალმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარუდგინა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარუდგინა

12:41 07-09-2026
PSP-ს K-Beauty პორტფელს პრემიუმ ბრენდი Manyo შეემატა
ახალი ამბები

PSP-ს K-Beauty პორტფელს პრემიუმ ბრენდი Manyo შეემატა

11:22 07-09-2026
თიბისი კამპუსი – უფასო ონლაინ განათლება სტუდენტებისთვის
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – უფასო ონლაინ განათლება სტუდენტებისთვის

10:31 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved