ექიმი ზურაბ გურული:
,,საქართველო ისეთ უბედურ დღეშია, უნდა ვილოცოთ, პუტინი არ დათანხმდეს საზავო ხელშეკრულებაზე და ბოლომდე განადგურდეს რუსეთი, თორემ, თუ რუსები წავიდნენ პრაქტიკულ კაპიტულაციაზე და პუტინის ლიკვიდირებაც მოახდინეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გაყვანა სულ არ იქნება დღის წესრიგში; უფრო მეტიც, ყირიმიდან გაყვანილი რუსული ფლოტისთვის შესაძლოა აფხაზეთი დაუთმონ რუსებს.
ვინ ამოიღებს საქართველოსთვის ხმას?
ევროკავშირი? ამერიკა? უკრაინა?
ეს სცენარი რომ განხორციელდეს, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ოკუპირებული ქართული ტერიტორიების საკითხი შეიძლება აღარასოდეს დადგეს. შეგახსენებთ, ამერიკა და ევროკავშირი უპრობლემოდ უტოვებდა ყირიმს რუსეთს, რომ არა ეს ომი; თანაც, ნავალნი თუ დასვეს “ნაჩალნიკად”…
ჰოდა, 30 წლის მერე, მაშინდელი “გამხმარი გირჩის” იაგო ხვიჩია რომ ინტერვიუს ჩამოართმევს სუბარს, ხუნდაძეს, ღარიბაშვილს და ა.შ., შეკურთხების ხალისიც დაკარგული გვექნება, როგორც ახლა, დაჩაჩანაკებული პუტჩისტების მოსმენისას.
მწარედ გავიღიმებთ და კიდევ ისინი შეგვეცოდება ალბათ.”
კომენტარები